ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აპისახლს ვესტუმრეთ

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორკინი საქართველოს თანამშრომლები შვილებთან ერთად აპისახლს ესტუმრნენ.

ფუტკარი ბუნების ყველაზე შრომისმოყვარე მწერია, რომელიც უზარმაზარ როლს თამაშობს მცენარეთა დამტვერვაში.

ის არა მხოლოდ ზრდის ხილისა და მარცვლეულის მოსავალს, არამედ უზრუნველყოფს ეკოსისტემის მდგრადობას, მცენარეთა მრავალფეროვნებასა და საკვების უსაფრთხოებას.

ჩვენ გვჯერა, რომ სოციალური პასუხისმგებლობა იწყება განათლებით — განსაკუთრებით კი მომავალ თაობებთან ურთიერთობით. სწორედ ამიტომ, გვინდოდა ბავშვებს თავიანთი თვალით დაენახათ ის შრომა, რასაც ფუტკრები ყოველდღიურად ახორციელებენ ჩვენთვის და ჩვენი ბუნებისათვის.

ფუტკრების დაცვა და ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნება ჩვენი, როგორც მავნებლების პრევენციისა და კონტროლის დარგში მომსახურე კომპანიის, ღირებულებების ნაწილია.

ბუნების სიყვარული ბავშვობიდან იწყება, და ჩვენ გვჯერა, რომ რაც უფრო მეტს გაიგებენ ბავშვები გარემოზე, მით მეტად გაუფრთხილდებიან მას მომავალში.

მოითხოვე ზარი

აირიდეთ თავიდან მავნებლის მიერ გამოწვეული ზიანი

ან დაგვიკავშირდი

+995 32 2 47 61 62
კონტაქტი

დაგვიკავშირდით და მიიღეთ უფასო კონსულტაცია

მოითხოვე ზარი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ

Orkin Georgia

For a consultation about the service, please contact us: