We are experts
ტარაკნების
ჭიანჭველების
კოღოების
ბუზების
საწოლის ბაღლინჯოს
ტკიპას
რწყილის
მავნებლების
პრევენცია და
კონტროლი

Pest Catalog
Orkin relies on knowledge and science

რატომ ორკინი?
ორკინთან თანამშრომლობით თქვენ ისარგებლებთ პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდით
ორკინი საქართველო ახორციელებს მავნებლების პრევენციისა და კონტროლის პროფესიონალურ მომსახურებას, რაც გულისხმობს დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექციასა და სხვა დაკავშირებულ სერვისებს.
კომაპნია საქართველოში 2016 წლიდან საქმიანობს და არის ამერიკული კომპანია Orkin LLC-ის დამოუკიდებელი, ლიცენზირებული ფრენჩაიზი.
ჩვენი მომსახურებით სარგებლობენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები სხვადასხვა ინდუსტრიიდან და სერვისით ვფარავთ მთელ საქართველოს.
ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ ისარგებლებთ პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის მომსახურებით. ორკინი საქართველოს მენეჯმენტი მავნებლების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით გადამზადებულია ატლანტაში(აშშ) და ორკინის ჯგუფის გადამზადების ცენტრში(Orkin University).
საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით, ორკინის პროფესიონალთა გუნდი დაიცავს თქვენს სახლსა თუ ბიზნესს მავნებელი მღრღნელების, მწერებისა თუ პათოგენების მიერ გამოწვეული ზიანისგან.
დეზინფექციის, დეზინსექციისა და დერატიზაციის მიმართულებით კვალიფიკაციის ასამაღლებლად თანამშრომლები მთელი წლის მანძილზე ესწრებიან დარგისთვის აუცილებელ, სანიმუშო და სამაგალითო პრაქტიკულ ტრენინგებს, რომლებსაც ატარებენ როგორც სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორი კომპანიებიდან მოწვეული სპეციალისტები, ისე ადგილობრივი ექსპერტები.
ორკინი საქართველო ხელმძღვანელობს მავნებლების ინტეგრირებული მართვის სისტემით (Integrated Pest Management), რომელიც შექმნილია ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისი გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად.





.png)
.png)
.png)
.png)
.png)
.png)
.png)
.png)
.png)
.png)

