ორკინი საქართველოს ყოველწლიური კონფერენცია
#ორკინისკვირეული-ს ფარგლებში, ორკინი საქართველოს ინიციატივით გაიმართა კომპანიის ყოველწლიური კონფერენცია.
ღონისძიება ეხებოდა თემას- მავნებლების პრევენციისა და კონტროლის ინტეგრირებული სისტემა (IPM) და მისი როლი ჯანდაცვის, სურსათის უვნებლობის, ჰიგიენა-სანიტარიის, შრომის უსაფრთხოებისა და ხარისხის მართვაში.
კონფერენციას უძღვებოდა ორკინის საერთაშორისო მიმართულების ტექნიკური მხარდაჭერის დირექტორი- დოქტორი რონ ჰარისონი.
მან მოწვეულ პოტენციურ დამკვეთებსა და არსებულ პარტნიორებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და განიხილა მავნებლების პრევენციისა და კონტროლის ტექნოლოგიები და სტრატეგიები.