მავნებლის ნაკბენი

ნაკბენის იდენთიფიკაცია

იხილეთ ქვემოთ მოცემული სურათები და ინფორმაცია,
რაც დაგეხმარებათ მავნებლის ნაკბენის იდენტიფიცირებაში

ჭიანჭველა

ჭიანჭველას ნაკბენი

ვიზუალური მახასიათებელი:

სიწითლე და შეშუპება

სიმპტომები:

ზომიერი ტკივილი. ალერგიული რეაქციები: ცემინება, ხიხინი, ჭინჭრის ციება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, შფოთვა, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, ქავილი ან სახის შეშუპება

შენიშვნა:

მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ასე არ ხდება, ადამიანს, რომელსაც ალერგიული რეაქცია აქვს ბზიკის ან ფუტკრის ნაკბენზე, შესაძლოა იგივე რეაქცია გამოუვლინდეს ჭიანჭველას ნაკბენზეც

საწოლის ბაღლინჯო

საწოლის ბაღლინჯოს ნაკბენი

ვიზუალური მახასიათებელი:

წითელი ფერის წერტილები (პატარა, ბრტყელი ან ამობერილი), შეშუპება, წითელი ფერის გამონაყარი. ასევე, შესაძლოა ნაკბენი იყოს პატარა წითელი წერტილებისგან შემდგარ ვიწრო ხაზებად

სიმპტომები:

წვის შეგრძნება და ქავილი. თუმცა, შესაძლოა რეაქცია არ მოგცეთ და ნაკბენი შეუმჩნეველი დარჩეს

შენიშვნა:

ნაკბენი შესაძლოა რამოდენიმე დღე შეუმჩნეველი დარჩეს. ერთმა საწოლის ბაღლინჯომ შესაძლოა მრავალჯერადად დაგკბინოთ

ხოჭო

ხოჭოს ნაკბენი

ვიზუალური მახასიათებელი:

ბუშტუკები ან წითელი ფერის ლაქები, რაც გამოწვეულია ქიმიური ნივთიერება კანტარიდინიდან

სიმპტომები:

კონტაქტიდან რამოდენიმე საათში ვლინდება და კანის მუდმივ დაზიანებას არ იწვევს

შენიშვნა:

კანზე დაფიქსირების შემთხვევაში ეცადეთ ფრთხილად მოიშოროთ და არ მოახდინოთ კანის ზედაპირზე გასრესა

ყავისფერი განდეგილი ობობა

ყავისფერი განდეგილი ობობის ნაკბენი

ვიზუალური მახასიათებელი:

სიწითლე, შეშუპება და ბუშტუკები

სიმპტომები:

კანის მსუბუქი გაღიზიანება ან ქავილი, კანის ზედაპირის დაზიანება, სიცხე, კრუნჩხვები, გულისრევა და კუნთების ტკივილი

შენიშვნა:

ფატალური შემთხვევები დადასტურებული არ არის. შესაძლოა დარჩეს ღრმა ნაწიბურები, თუ არ ჩატარდა შესაბამისი მკურნალობა

ჭიანჭველა

ჭიანჭველას ნაკბენი

ვიზუალური მახასიათებელი:

წითელი ფერის ლაქები ან ამობერილი წერტილები. მრავალჯერადი ნაკბენის შემთხვევაში ნახევრადწრიული ფორმა და შემდეგ ბუშტუკები

სიმპტომები:

წვის და წიწკვნის შეგრძნება

შენიშვნა:

ერთმა ჭიანჭველამ შესაძლოა მრავალჯერადად დაგკბინოთ

რწყილი

რწყილის ნაკბენი

ვიზუალური მახასიათებელი:

წითელი ფერის წერტილები, ძირითადად გვხვდება ფეხებზე და ტერფებზე

სიმპტომები:

ძლიერი ქავილი

შენიშვნა:

თუ შენიშნეთ გამონაყარის დაჩირქება სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს

ცხენის ბუზი

ცხენის ბუზის ნაკბენი

ვიზუალური მახასიათებელი:

სისხლდენა (ცხენის ბუზი იკვებება სისხლით) და წითელი ბუშტუკი

სიმპტომები:

ტკივილი და ქავილი

შენიშვნა:

იკბინება აგრესიულად. თუ არ მოხდა ანტიბაქტერიული საშუალებით დამუშავება, შესაძლოა გამოიწვიოს ინფექცია.

ტილი

ტილის ნაკბენი

ვიზუალური მახასიათებელი:

ნაკბენი თმის, იღლიისა და წარბის მიდამოში. კანის ლურჯი-მონაცრისფრო შეფერილობა, წყლულები და პატარა წითელი ამობერილი ადგილები

სიმპტომები:

ქავილი, რომელიც ხშირად ღამით მძაფრდება. თმაში შესაძლოა აღმოაჩინოთ პატარა თეთრი კვერცხები ე.წ წილები

შენიშვნა:

ქავილი შესაძლოა დაიწყოს მალევე ან კონტაქტიდან 2-4 კვირის შემდეგ

კოღო

კოღოს ნაკბენი

ვიზუალური მახასიათებელი:

მყარი ამობერილი წერტილები, შეიძლება იყოს შეშუპებული შუაში წითელი წერტილით ან ნაცვლად ამობერილი წერტილებისა, შესაძლოა გამოვლინდეს პატარა ზომის ბუშტუკის სახით

სიმპტომები:

ქავილი

შენიშვნა:

ბავშვებში გართულების შემთხვევაში შესაძლოა თან ახლდეს შესიება ან დაბალი ტემპერატურა

მუნის ტკიპა

მუნი

ვიზუალური მახასიათებელი:

გამონაყარი, რომელიც ძირითადად გვხვდება მაჯაზე, იდაყვზე, იღლიაში, სარძევე ჯირკვლებზე, წელზე, ქამრის ხაზზე, დუნდულებსა და თითებს შორის. კანზე გამოიყურება პატარა, ამობერილ ხაზებად

სიმპტომები:

ძლიერი ქავილი, რომელიც საღამოს მძაფრდება, ასევე გაბუჟება, ჩხვლეტა და შესიება ნაკბენის გარშემო

შენიშვნა:

გამოწვეულია მუნის ტკიპით, რომელიც არ იკბინება ან იწიწკნება, არამედ კანში ჯდება და იკვებება ადამიანის კანის უჯრედებით

ობობა

ობობას ნაკბენი

ვიზუალური მახასიათებელი:

ერთმანეთთან ახლოს მდებარე ორი ნაჩხვლეტი

სიმპტომები:

ზოგი სახეობის შემთხვევაში- კუნთების სპაზმი და ტკივილი, სისხლის წნევის მატება, ოფლიანობა, კანის გამონაყარი.
ზოგი სახეობის შემთხვევაში- ანემია, სისხლი შარდში, სიცხე, გამონაყარი, გულისრევა,ღებინება და კომატოზური მდგოამრეობა (იშვიათად)

შენიშვნა:

ეს არის ზოგადი მიმოხილვა ობობის ნაკბენის შესახებ

ტკიპა

ტკიპას ნაკბენი

ვიზუალური მახასიათებელი:

“ხარის თვალის” ფორმის გამონაყარი შესაძლოა იყოს ნიშანი, რომ ტკიპას ჰქონდა ლაიმის დაავადება

სიმპტომები:

სიწითლე ნაკბენის ირგვლივ, ქავილი, წვის შეგრძნება

შენიშვნა:

სიცხე, თავის ტკივილი და მოთენთილობა არის ლაიმის დაავადების ადრეული ნიშნები

მოითხოვე ზარი

აირიდეთ თავიდან მავნებლის მიერ გამოწვეული ზიანი

დაგვიკავშირდით

+995 32 2 47 61 62
კონტაქტი

დაგვიკავშირდით და მიიღეთ უფასო კონსულტაცია

მოითხოვე ზარი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ

ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: