სემინარი ილიას უნივერსიტეტში
#ორკინისკვირეული-ს ფარგლებში, ორკინი საქართველო ესტუმრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც ეკოლოგიის ინსტიტუტის სტუდენტებისათვის ორკინის საერთაშორისო მიმართულების ტექნიკური მხარდაჭერის დირექტორმა- დოქტორმა რონ ჰარისონმა ჩაატარა სემინარი.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სტუდენტებისათვის მავნებლების მართვის სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევების გაცნობასა და სხვა დარგებისათვის თავიანთი საქმიანობის გავლენის მნიშვნელობის გაცნობიერებას.