ჩვენი
სერვისები
ჩვენ ვსარგებლობთ მოწინავე ტექნოლოგიებითა და მეთოდებით და ვქმნით თქვენი კონკრეტული პრობლემის მოგვარების ინდივიდუალურ და ქმედით გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი სახლის დაცვას მავნებელი მღრღნელების, მწერებისა და პათოგენების მიერ გამოწვეული ზიანისაგან.

ინსპექცია
ორკინის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი შეისწავლის და შეაფასებს მავნებლების შემოღწევის ყველა პოტენციურ წერტილს. ასევე, გამოიკვლევს მიზეზებს, თუ რატომ შეიძლება მათთვის მიმზიდველი იყოს თქვენი საცხოვრებელი გარემო.
ჩვენ ვითვალისწინებთ თითოეულ დეტალს- იქნება ეს გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატური პირობები, ტოპოგრაფიული თავისებურებები თუ ნიადაგის ტიპი.
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის, უზრუნველყოს თქვენი სახლის დაცვა.
განხორციელება
ინსპექციის შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე, ორკინის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი საჭიროების მიხედვით დაამუშავებს კრიტიკულ ზონებსა და წერტილებს და განათავსებს სპეციალურ მოწყობილობებს როგორც საპრევენციო ღონისძიებების ჩასატარებლად, ისე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
ჩვენი მიდგომა მოიცავს სიტუაციის საფუძვლიან ანალიზს და კონკრეტულად იმ მეთოდების დანერგვას, რომელიც საუკეთესოდ იმუშავებს თქვენს გარემოში.
შედეგად, მრავალწლიანი ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე, ჩვენ დავამუშავებთ ყველა იმ წერტილს, საიდანაც მავნებლების შემოღწევის რისკი მაღალი და მოსალოდნელია.
მონიტორინგი
მავნებლების კონტროლის სათანადო პრაქტიკა გულისხმობს პრევენციული და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებას სხვადასხვა ინტენსივობით და პერიოდულობით.
ორკინი მთელი წლის განმავლობაში იზრუნებს თქვენი საცხოვრისის მონიტორინგზე, რათა დროულად მოხდეს მავნებლების აქტივობის ნებისმიერი ნიშნის იდენტიფიცირება, დაფიქსირდეს პრობლემის მოგვარების პროგრესი და დარწმუნდეს მომსახურების ეფექტიანობაში.
რას უნდა მოელოდეთ ჩვენი სერვისისგან?
საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილებითა და მიდგომებით, ჩვენ ვქმნით კონკრეტული შენობა-ნაგებობაზე ინდივიდუალურად მორგებულ პროგრამებს და უზრუნველვყოფთ საცხოვრებლის დაცვას მავნებელი მღრღნელების, მწერებისა და პათოგენების მიერ გამოწვეული ზიანისაგან

ორკინის მიდგომა
ინსპექცია
ზედმიწევნით შევამოწმებთ თქვენს სახლს. ყურადღებით დავათვალიერებთ შენობის გარე და შიდა ტერიტორიას, რათა გამოვავლინოთ მავნებლების არსებობის კვალი და მათი შემოღწევის პოტენციური წერტილები
დამუშავება
ორკინის წარმომადგენელი დარგის საუკეთესო პრაქტიკისა და მეთოდების გამოყენებით, საჭიროების მიხედვით დაამუშავებს ყველა კრიტიკულ ზონასა და წერტილს
შენობაში არ დაშვების სამუშაოები
თქვენი სახლის მაქმილური დაცვის უზრუნველსაყოფად, გთავაზობთ დამატებითი სამუშაოების ჩატარებას, რაც გულისხმობს მცირე და წვრილი ნაპრალების, ხვრელებისა და ღიობების ამოვსებას ან ამგვარ სამუშაოებზე რეკომენდაციის გაცემას
მონიტორინგი
რეგულარულად დავაკვირდებით ყველა კრიტიკულ წერტილსა და ზონას. გამოვიყენებთ სპეციალურ მოწყობილობებს მავნებლის აქტივობის გამოსავლენად და მათი გავრცელების აღსაკვეთად
მომსახურების ანგარიში
მომსახურების ანგარიში მყისიერად გამოიგზავნება ელექტრონულ მისამართზე, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი გაწეული მომსახურება და რეკომენდაციები, რაც დაგეხმარებათ შედეგების კონტროლში
ჩვენ ვართ მუდმივ კავშირზე
მომსახურების გეგმური ვიზიტების გარდა, გექნებათ საშუალება, სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მოგვმართოთ მომხმარებელზე ზრუნვის ცხელ ხაზზე
ხშირად დასმული კითხვები
ეს იგივეა,რაც დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და ნიშნავს მავნებელი მღრღნელის, მწერის დაპათოგენის გაუვნებლებას, ასევე, სხვა სპეციალიზებულ პროფესიონალურ სამუშაოებს.
მავნებლების პრევენცია და კონტროლი საჭიროა თქვენი საცხოვრისის სათანადო სანიტარიულიმდგომარეობის შესანარჩუნებლად, ქონებრივი ზიანის თავიდან ასაცილებლად და ჯანსაღი გარემოსუზრუნველსაყოფად.
მომსახურების პროგრამა და მისი შედეგების ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად: მავნებლის სახეობაზე, პრობლემის მასშტაბზე, გამოყენებულ მეთოდებსა და საშუალებებზე და სხვა გარემო ფაქტორებზე.
პრევენციული სამუშაოები მავნებლების წინააღმდეგ დროდადრო ისევეა აუცილებელი კომერციული თუ საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის სრულყოფილი ჰიგიენა-სანიტარიისთვის, როგორც წმენდა-დასუფთავება და ნარჩენების შეგროვება-გატანა.
ეს დამოკიდებულიამავნებლის სახეობასა და დაგეგმილ სამუშაოებზე. ზოგიერთი მავნებლის, მაგალითად, საწოლისბაღლინჯოს შემთხვევაში შესაძლოა, საჭირო იყოს ავეჯის კედლიდან წინასწარ გამოწევა, მაშინ, როდესაც მღრღნელის შემთხვევაში არარის საჭირო სახლის წინასწარ მომზადება.
კონკრეტული საშუალების გამოყენების ინსტრუქციიდან, უსაფრთხოების ანოტაციიდან, გამოყენებული საშუალებებიდან და მეთოდებიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევებში შესაძლოა სახლში დაბრუნება დასაშვებიიყოს სამუშაოების ჩატარებიდან 30-60 წუთის და სათანადო განიავების შემდეგ.
მას შემდეგ რაც ჩვენი წარმომადგენელი მოაგვარებს მავნებლებთან დაკავშირებულ პრობლემას, თქვენ მყისიერად გამოგეგზავნებათ მომსახურების ანგარიში, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი გაწეული მომსახურება და რეკომენდაციები. ჩვენ კი სპეციალური მოწყობილობების საშუალებით რეგულარულად დავაკვირდებით ყველა კრიტიკულ წერტილსა და ზონას მავნებლის აქტივობის გამოსავლენად და გავრცელების დროულად აღსაკვეთად.
გარდა ამისა, გექნებათ საშუალება, სამუშაოდღის ნებისმიერ მონაკვეთში მოგვმართოთ მომხმარებლის ცხელ ხაზზე.
ჩვენი მიზანია, გაგიწიოთ სრულყოფილი და შედეგზე ორიენტირებული მომსახურება. შესაბამისად, ფასის დადგენა ხდება არა ფართობის კვადრატულობიდან გამომდინარე, არამედ კრიტიკული ზონებისა და წერტილების, გარემო ფაქტორების, მავნებლის სახეობის, ინფესტაციის დონისა და ზოგადადარსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.