ორკინი საქართველო წელს, შემოდგომაზე საქართველოში საქმიანობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

შპს სამომხმარებლო მომსახურება, ქართველი ანტრეპრენიორების დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც საქართველოში Orkin-ის ფრენჩაიზს ფლობს და „ორკინი საქართველო “-ს (Orkin Georgia) სახელით და ბრენდით ოპერირებს.

Orkin-ი თავისთავად არის Rollins, Inc-ის (NYSE კვოტირებული, S&P 500 შემადგენელი კომპანია) შვილობილი კომპანია და ახორციელებს მავნებლების პრევენციისა და კონტროლის მომსახურებას. ბრენდი წარმოდგენილია 80 ქვეყანაში და დარგის გლობალური ლიდერია.

უკვე 10 წელია “ორკინი საქართველო” ჩვენს ქვეყანაში საქმიანობს და დარგში წამყვან კომპანიად დაიმკვიდრა თავი. როდესაც საქმე ეხება შენობა-ნაგებობაში მწერის და მღრღნელის პრევენციასა და კონტროლს (დეზინსექცია და დერატიზაცია), დეზინფექციას, შინაური და გარეული ცხოველების დაჭერა-გაყვანას და სხვა მავნებლებთან დაკავშირებულ სპეციალიზებულ, ტექნიკურ თუ სანიტარულ მომსახურებას, სწორედ ამ კომპანიას შეგიძლიათ მიმართოთ.

ქართველმა ანტრეპრენერებმა, ლადო საყვარელიძემ და ზვიად თვარაძემ, დარგის სიღრმისეული შესწავლის შემდეგ კომპანია დააფუძნეს (თავდაპირველად მათი პარტნიორი ასევე იყო მათი უფროსი მეგობარი გიორგი ფუტკარაძე) 2015 წელს და იმავე წელს ორკინთან დადეს ექსკლუზიური ფრენჩაიზის ფარგლებში პარტნიორობის და ერთობლივი საქმიანობის გარიგება.

ორკინი (Orkin – www.orkin.com) 1901 წელს აშშ-ში დაფუძნდა და 120 წელზე მეტია საქმიანობს ამ დარგში, არის დიდი ტრადიციისა და ისტორიის მქონე ამერიკული ბრენდი და ემსახურება კერძო ბიზნესს, საცხოვრისს/საცხოვრებელს, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს, მსოფლიოს ყველა კონტინენტზე.

“მაშინაც და ახლაც, ორკინის ფრენჩაიზის სისტემა სათანადოდ ძლიერ პარტნიორობას გვიწევს ფრენჩაიზის ფორმატით. ჩვენ ერთობლივი საქმიანობა გვაქვს, მაგრამ კომპანია ქართულია და საქართველოში ჩვენი საქმიანობა ორკინის გლობალურ პორტფელში ერთ-ერთ სამაგალითოდ ითვლება”, - ამბობს ლადო საყვარელიძე, კომპანიის ერთ-ერთ დამფუძნებელი.

ორივე დამფუძნებელი ამავე დროს კომპანიის თანამშრომელია, სხვა დანარჩენ 80-ზე მეტ თანამშრომელთან ერთად და სრულ განაკვეთზე არიან ფოკუსირებულები "ორკინი საქართველოს" საქმიანობაზე. “გუნდურ სპორტში ვარჯიშის თუ თამაშის დროს ყოველთვის მოედანზე ყოფნაა საჭირო. ანალოგიურად, ჩვენს ბიზნესში, ყოველ სამუშაო დღეს, გუნდთან ერთად ვართ, როგორც საოფისე სივრცეში, ისე საველე ვიზიტებზე და მათთან ერთად ყოველი სამუშაო დღის და საათის განმავლობაში ჩვენი დამკვეთებისა და მომხმარებლის ზრუნვითა და მომსახურებით ვართ დაკავებული”, - ამბობს ზვიად თვარაძე, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ორკინი არ არის საქართველოში ერთადერთი მოთამაშე. ამ დარგში საქმიანობს ათობით მცირე, საშუალო თუ მსხვილი სხვა კომპანია და კონკურენციაც სათანადოდ მაღალია.

“არის სხვა საერთაშორისო ფრენჩაიზიც, რომელმაც ახლახანს დაიწყო საქმიანობა და რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ და აშშ-სა თუ სხვა ბევრ ქვეყანაში წარმატებით ვეჯიბრებით. გარდა ამისა, ჩემი ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ქვეყანაში საქმიანობას დაიწყებს კიდევ ერთი საერთაშორისო ფრენჩაიზი და ორი მულტინაციონალური კომპანია. ასევე არიან ძალიან კარგი ადგილობრივი კომპანიები. ამ შეჯიბრისგან და კონკურენციისგან ველით, რომ მოხდება ჩვენი საქმიანობის მეტად პოპულარიზაცია, დარგის მეტად მომწიფება და მეტად შესაძლებელი გახდება, ორკინმა შეასრულოს მისი ძირითადი მისია საქართველოში - იყოს სამაგალითო მომსახურების კომპანია და ნებისმიერი ბიზნესის, ორგანიზაციისა და ოჯახისთვის სრულად ხელმისაწვდომი გახადოს თავისი მომსახურება”, - ლადო საყვარელიძე.

ორკინს და მის თანამშრომლებს, როგორც ჩანს, რადიკალური მიდგომა აქვთ მომსახურების ხარისხისა და შედეგების მიმართ. სწამთ, რომ მაღალი ხარისხის მომსახურება არ უნდა იყოს მხოლოდ დასავლეთისა თუ სხვა განვითარებული ქვეყნების პრივილეგია და ამ მხრივ, თავად როგორც ამბობენ, მათი საქმიანობა უფრო ერთგვარი მოძრაობაა, რომელიც საქართველოში კრიტიკული სერვისების ხელმისაწვდომობას შესაძლებელს ხდის და ამტკიცებს, რომ ქართულ ბიზნესს შეუძლია არავის ჩამორჩეს ხარისხიანი მომსახურების განხორციელებაში.

"ორკინის" ფრენჩაიზის სახელით ფუნქციონირება სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო დამფუძნებლებისთვის, ვინაიდან "ორკინი" ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე დიდი კომპანიაა და გლობალურ დარგში ერთ-ერთი უმსხვილესი, ის გამოირჩევა უპრეცედენტო მხარდაჭერის სისტემით (ტექნიკური მხარდაჭერა, ცოდნა, გამოცდილება, ტრენინგები, ქვეყანაში საველე ვიზიტები, ნორმატივები, სტანარტები, სახელძღვანელოები ე.წ. Guidline-ები და სხვა). მიუხედავად ამისა, დამფუძნებლები აღიარებენ, რომ ბრენდი და ფრენჩაიზი ამ დარგში, განსხვავებით სხვა დარგებისგან (სასტუმრო, სწრაფი კვება დასახვა), არაფერს ნიშნავს, თუ ადამიანებმა (თანამშრომლებმა) არ გამოიჩინეს სათანადო შრომა, განწყობა, ღრმა ექსპერტიზა, კომპეტენცია და შედეგის მიღწევის დაუღალავი მცდელობა და შრომა.

“ქვეყანა, რომელშიც კრიტიკული და ძირითადი კომერციული-სამომხმარებლო მომსახურებები მაღალი ხარისხით და სამართლიანი თუ ადეკვატური ფასითაა ხელმისაწვდომი, უფრო უკეთესი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილია. რადგან ასეა, ჩვენი სურვილია მონაწილეობა მივიღოთ იმაში, რომ საქართველო ასეთ ადგილად იქცეს”, - აცხადებს ლადო საყვარელიძე.

ორკინს აქვს მომსახურების ორი ძირითადი მიმართულება:

საცხოვრისი ანუ ფიზიკური პირების მომსახურება საცხოვრებელ ფართში და კომერციული მომსახურება, რომელიც ფარავს, როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილ ბიზნესსა და ორგანიზაციებს.

ძალიან ბევრი წარმატებული რესტორანი, სასტუმრო, კლინიკა, საავადმყოფო, კვების, სასმლისა და ფარმაცევტიკის საწარმო, სასაწყობო და სადისტრიბუციო ცენტრი და ინდუსტრიული თუ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაწესებულება, სწორედ რომ ორკინის მომსახურების მომხმარებელია.

ორგანიზაცია მუდმივად და რეგულარულად ახორციელებს ინვესტირებას კადრების გადამზადებაში (მათ შორის დამფუძნებლები რეგულარულად გადიან გადამზადებას), კორპორაციულ ტრენინგებსა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, რადგან დარგი საჭიროებს არა უბრალოდ ტექნიკურ უნარებს, არამედ ღრმა ექსპერტიზას და კომპეტენციას, რომელიც დაფუძნებულია მეცნიერულ ცოდნაზე. კომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, რომ მომსახურების დარგში ყველაზე დიდი ინვესტიცია დროისა და რესურსის მხრივ საჭიროა ტრეინინგსა და გადამზადებაში.

ხშირად მავნებლების პრევენცია და კონტროლი გაიგივებულია წმენდა-დასუფთავების ან/და ნარჩენების გატანის სერვისთან, თუმცა ეს სფეროები მკაცრად უნდა გაიმიჯნოს, რადგან შინაარსით, კომპეტენციით, ხელობით და სპეციფიკით ეს განსხვავებული დარგებია. ზვიად თვარაძის ხუმრობა ნარევი კომენტარით: “თქვენ წარმოიდგინეთ, მე ისიც კი მინახავს, რომ დაცვის კომპანია ახორციელებს ასეთ მომსახურებას. ე.ი. შენობას იცავენ კრიმინალისა და დანაშაულისგან და გამოდის, რომ მავნებელი მწერი და მღრღნელიც დამნაშავეები არიან”.

მავნებლების პრევენცია და კონტროლი შემხებლობაშია საზოგადოებრივ ჯანდაცვასთან, სურსათის უვნებლობასთან, შრომის და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებასთან და ზოგადად შენობა-ნაგებობაში ჯანსაღი და უვნებელი გარემოს უზრუნველყოფას და მოვლა-პატრონობასთან. საქმიანობისთვის საჭიროა ისეთი დისციპლინების მოშველიება, როგორიც არის, ზოოლოგია, ბიოლოგია, ენტომოლოგია, ქიმია, ინჟინერია, ჰიგიენა-სანიტარია, ეპიდემიოლოგია და ასევე შენობა-ნაგებობის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული სხვა დისციპლინები.

“ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ როდესაც საქმე ეხება მავნებლებს, ადამიანმა ექიმს უნდა მიმართოს, ცხოველის შემთხვევაში ვეტერინარის, ხოლო შენობა-ნაგებობისთვის არის ორკინი და მისი გუნდი”, - ამბობს ზვიად თვარაძე.

ორკინი საქართველო გამოირჩევა კარგად სტრუქტურირებული და ორგანიზაციულ რესურსებზე დაფუძნებული მომსახურების მოდელით, რომელიც გულისხმობს მომსახურების სრულ ციკლში მთელი ორგანიზაციის ჩართულობას. დამკვეთს ემსახურება ტექნიკური მომსახურების სპეციალისტი, რომელთან ერთადაც პროცესში ჩართულია სხვადასხვა საველე, ტექნიკური და ხარისხის უზრუნველყოფის მხარდაჭერის ჯგუფი, კონსულტანტი, მომხმარებელზე ზრუნვის სატელეფონო ცენტრი, გრაფიკის შეთანხმებისა და შეტყობინების სამსახური და სხვა ე.წ. CRM საშუალებები.

კომპანიის საზოგადოებრივი გავლენა მხოლოდ ხარისხიანი სერვისის გაწევით არ შემოიფარგლება. "ორკინი" ხშირად მონაწილეობს საზოგადოებრივ და სხვადასხვა ტიპის მოხალისეობრივ საქმიანობებში, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროექტებში. ორკინი თანამშრომლობს არაერთ უნივერსიტეტთან და დარგისადმი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მონაწილეობს არაერთ ფესტივალსა თუ გამოფენაში.

თავად კომპანია კი 2018 წლიდან ატარებს ყოველწლიურ ღონისძიებას -„ორკინის კვირეულს“, რომლის ფარგლებშიც იმართება შეხვედრები არსებულ თუ პოტენციურ დამკვეთებთან, ტარდება სემინარები უნივერსიტეტებში და იმართება პრაქტიკული შინაარსის დისკუსიები. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მუდმივად სტუმრობს და ნაწილობრივ უძღვება ორკინის საერთაშორისო ტექნიკური მხარდაჭერის დირექტორი, დოქტორი რონ ჰარისონი, დარგის გამოჩენილი ვეტერანი, რომლის გლობალური გამოცდილების გაზიარებაც შეხვედრების მნიშვნელოვანი ნაწილია.

კომპანიის სერვისების გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს: www.orkin.ge

მოითხოვე ზარი

აირიდეთ თავიდან მავნებლის მიერ გამოწვეული ზიანი

ან დაგვიკავშირდი

+995 32 2 47 61 62
კონტაქტი

დაგვიკავშირდით და მიიღეთ უფასო კონსულტაცია

მოითხოვე ზარი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ

ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: