ხშირად დასმული კითხვები
ხშირად დასმული კითხვები
ეს იგივეა, რაც დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექცია და ნიშნავს მავნებელი მღრღნელის, მწერის და პათოგენის გაუვნებლებას. ასევე, სხვა სპეციალიზებულ პროფესიონალურ სამუშაოებს.
მავნებლების პრევენცია და კონტროლი საჭიროა თქვენი საცხოვრისის სათანადო სანიტარიული მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ქონებრივი ზიანის თავიდან ასაცილებლად და ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად.
მომსახურების პროგრამა და მისი შედეგების ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად: მავნებლის სახეობაზე, პრობლემის მასშტაბზე, გამოყენებულ მეთოდებსა და საშუალებებზე და სხვა გარემო ფაქტორებზე.
პრევენციული სამუშაოები მავნებლების წინააღმდეგ დრო და დრო ისევეა აუცილებელი კომერციული თუ საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის სრულყოფილი ჰიგიენა-სანიტარიისთვის, როგორც წმენდა-დასუფთავება და ნარჩენების შეგროვება-გატანა.
ეს დამოკიდებულიამავნებლის სახეობასა და დაგეგმილ სამუშაოებზე. ზოგიერთი მავნებლის, მაგალითად, საწოლის ბაღლინჯოს შემთხვევაში შესაძლოა, საჭირო იყოს ავეჯის კედლიდან წინასწარ გამოწევა, მაშინ, როდესაც მღრღნელის შემთხვევაში არ არის საჭირო სახლის წინასწარ მომზადება.
კონკრეტული საშუალების გამოყენების ინსტრუქციიდან, უსაფრთხოების ანოტაციიდან, გამოყენებული საშუალებებიდან და მეთოდებიდან გამომდინარე, ზოგ შემთხვევებში შესაძლოა სახლში დაბრუნება დასაშვები იყოს სამუშაოების ჩატარებიდან 30-60 წუთის და სათანადო განიავების შემდეგ.
მას შემდეგ რაც ჩვენი წარმომადგენელი მოაგვარებს მავნებლებთან დაკავშირებულ პრობლემას, თქვენ მყისიერად გამოგეგზავნებათ მომსახურების ანგარიში, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი გაწეული მომსახურება და რეკომენდაციები. ჩვენ კი სპეციალური მოწყობილობების საშუალებით რეგულარულად დავაკვირდებით ყველა კრიტიკულ წერტილსა და ზონას მავნებლის აქტივობის გამოსავლენად და გავრცელების დროულად აღსაკვეთად.
გარდა ამისა, გექნებათ საშუალება, სამუშაო დღის ნებისმიერ მონაკვეთში მოგვმართოთ მომხმარებლის ცხელ ხაზზე.
ჩვენი მიზანია, გაგიწიოთ სრულყოფილი და შედეგზე ორიენტირებული მომსახურება. შესაბამისად, ფასის დადგენა ხდება არა ფართობის კვადრატულობიდან გამომდინარე, არამედ კრიტიკული ზონებისა და წერტილების, გარემო ფაქტორების, მავნებლის სახეობის, ინფესტაციის დონისა და ზოგადად არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.