ორკინი საქართველო

რატომ ორკინი

ორკინი ქუდი

განსაკუთრებული მომსახურებით მიღებული შედეგი

საკვალიფიკაციო ტრენინგებისა და წამყვანი ტექნოლოგიების გამოყენებით, ორკინის ტექნიკური მომსახურების პროფესიონალი დაგეხმარებათ მავნებლების გავრცელების აღმოფხვრასა და შემდგომ მათ პრევენციაში.

მომსახურების ხარისხისადმი ჩვენი რადიკალური მიდგომით, თქვენ მიიღებთ დახვეწილ სერვისს, რაც მოიცავს პრობლემაზე სწრაფ რეაგირებას, უსაფრთხოებასა და განსაკუთრებულ აქცენტს საიმედოობაზე.

ჩვენი მთავარი მიზანია მომსახურების შედეგით თქვენი კმაყოფილება

120+

წელი ბაზარზე

160

საათი ტრენინგი

70+

ქვეყანაში ფრენჩაიზი
ორკინის თანამშრომელი სამუშაო ფორმაში

ჩვენ შესახებ

ორკინი საქართველო ახორციელებს მავნებლების პრევენციისა და კონტროლის პროფესიონალურ მომსახურებას, რაც გულისხმობს დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექციასა და სხვა დაკავშირებულ სერვისებს.

კომპანია საქართველოში  2016 წლიდან საქმიანობს და არის ამერიკული კომპანია Orkin LLC-ის დამოუკიდებელი ლიცენზირებული ფრენჩაიზი.

ორკინის გლობალური ბრენდი ამ დარგში 1901 წლიდან საქმიანობს და 120 წელზე მეტია, ემსახურება მომხმარებლებს მსოფლიოს მასშტაბით 80-მდე ქვეყანაში.

საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით, ორკინის პროფესიონალთა გუნდი დაიცავს თქვენს სახლს თუ ბიზნესს მავნებელი მღრღნელების, მწერებისა თუ პათოგენების მიერ გამოწვეული ზიანისგან.  

სიამაყით ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და მომსახურებით ვფარავთ მთელ საქართველოს.

სოციალური პასუხისმგებლობა

ორკინი საქართველო, დროშა

ორკინის გუნდი ხშირად მონაწილეობს საზოგადოებრივ და სხვადასხვა ტიპის მოხალისეობრივ საქმიანობებში, საქველმოქმედო და საგანმანათლებლო პროქტებში.
გარდა ამისა, დარგისადმი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, წლის მანძილზე ვმონაწილეობთ დასაქმების არაერთ ფესტივალსა თუ გამოფენაში.

ორკინი საქართველოს თანამშრომლის სამუშაო ფორმა

ჩვენ ვთანამშრომლობთ უნივერსიტეტებთან, როგორც მოკლე და საშუალოვადიან სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე, ისე სტუდენტური დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით.
ასევე, საზღვარგარეთიდან მოწვეული სპეციალისტების მონაწილეობით პერიოდულად ვმართავთ შემეცნებით სემინარებს.

სერვისის ჩატარების შემდგომი დასუფთავების პროცესი

ჩვენი მიზანია, წავახალისოთ და ხელი შევუწყოთ ეკოსისტემის მდგრადობის შენარჩუნებას, რაც ასევე გვეხმარება ჩვენი საქმიანობის უკეთ შესრულებაში მაქსიმალური ეფექტიანობით და გარემოზე მინიმალური ზეგავლენით.

ორკინის თანამშრომელი

ჩვენი სერვისები

რას გთავაზობთ

წამყვანი ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით, ჩვენ ვქმნით თქვენს საჭიროებებზე ინდივიდუალურად მორგებულ პროგრამას, რომელიც ეფექტიანად მოაგვარებს მავნებლებთან დაკავშირებულ პრობლემებს და დაიცავს თქვენს სახლს მთელი წლის განმავლობაში

მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება და წამყვანი ადგილობრივი ექსპერტიზა

ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ ისარგებლებთ პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის მომსახურებით. ორკინი საქართველოს მენეჯმენტი მავნებლების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით გადამზადებულია ატლანტაში (აშშ) და ორკინის ჯგუფის გადამზადების ცენტრში (Orkin University).

ასევე, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩვენ მთელი წლის მანძილზე უზრუნველვყოფთ დარგისთვის აუცილებელ, სანიმუშო და სამაგალითო პრაქტიკულ ტრენინგებს, რომელებსაც ატარებენ, როგორც სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორი კომპანიებიდან მოწვეული სპეციალისტები, ისე ადგილობრივი ექსპერტები.

ორკინი საქართველო ხელმძღვანელობს მავნებლების ინტეგრირებული  მართვის სისტემით (Integrated Pest Management), რომელიც  შექმნილია თქვენი საჭიროების შესაბამისი გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად.

კონტაქტი

დაგვიკავშირდით და მიიღეთ უფასო კონსულტაცია

მოითხოვე ზარი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ

ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: