რატომ ორკინი
ორკინი საქართველო ახორციელებს მავნებლების პრევენციისა და კონტროლის პროფესიონალურ მომსახურებას, რაც გულისხმობს დერატიზაცია-დეზინსექცია-დეზინფექციასა და სხვა დაკავშირებულ სერვისებს.
კომპანია საქართველოში 2016 წლიდან საქმიანობს და არის ამერიკული კომპანია Orkin LLC-ის დამოუკიდებელი ლიცენზირებული ფრენჩაიზი.
ორკინის გლობალური ბრენდი ამ დარგში 1901 წლიდან საქმიანობს და 120 წელზე მეტია, ემსახურება მომხმარებლებს მსოფლიოს მასშტაბით 80-მდე ქვეყანაში.
საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით, ორკინის პროფესიონალთა გუნდი დაიცავს თქვენს სახლს თუ ბიზნესს მავნებელი მღრღნელების, მწერებისა თუ პათოგენების მიერ გამოწვეული ზიანისგან.
სიამაყით ვემსახურებით ჩვენს ქვეყანას და მომსახურებით ვფარავთ მთელ საქართველოს.
რატომ ორკინი?
მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება და წამყვანი ადგილობრივი ექსპერტიზა
ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ ისარგებლებთ პროფესიონალ სპეციალისტთა გუნდის მომსახურებით. ორკინი საქართველოს მენეჯმენტი მავნებლების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით გადამზადებულია ატლანტაში (აშშ) და ორკინის ჯგუფის გადამზადების ცენტრში (Orkin University).
ასევე, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩვენ მთელი წლის მანძილზე უზრუნველვყოფთ დარგისთვის აუცილებელ, სანიმუშო და სამაგალითო პრაქტიკულ ტრენინგებს, რომელებსაც ატარებენ, როგორც სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორი კომპანიებიდან მოწვეული სპეციალისტები, ისე ადგილობრივი ექსპერტები.
ორკინი საქართველო ხელმძღვანელობს მავნებლების ინტეგრირებული მართვის სისტემით (Integrated Pest Management), რომელიც შექმნილია თქვენი საჭიროების შესაბამისი გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად.

-Photoroom.png)



.png)







