ორკინი საქართველო ჰიგიენის სტანდარტების სადარაჯოზე: ხელის ჰიგიენის საერთაშორისო დღე

5 მაისი ხელის ჰიგიენის საერთაშორისო დღეა! თარიღი, რომელიც გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენური ნორმების დაცვა ინფექციების პრევენციისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციამ კონფერენცია გამართა, რომლის ერთ-ერთი სპონსორი ორკინი საქართველო გახლდათ.

ორკინი საქართველოსთვის მსგავს ინიციატივებში მონაწილეობა არა მხოლოდ კორპორატიული პასუხისმგებლობა, არამედ საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. მავნებლები ხშირად წარმოადგენენ სანიტარიული რისკებისა და სხვადასხვა ინფექციური დაავადების გავრცელების ერთ-ერთ მთავარ წყაროს. შესაბამისად, კომპანია განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს, მხარი დაუჭიროს პროექტებსა და ინიციატივებს, რომლებიც ჰიგიენის სტანდარტების ამაღლებასა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვას ემსახურება.

პროფესიონალური სანიტარიული მომსახურება და პირადი ჰიგიენის მაღალი კულტურა ორი ფუნდამენტური ბარიერია, რომელიც ადამიანებს მავნებლების მიერ გავრცელებული პათოგენებისგან იცავს. ამ ორი მიმართულების სინერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც სამედიცინო დაწესებულებებში, ისე ნებისმიერ სივრცეში.

ორკინი საქართველო აგრძელებს თანამშრომლობას დარგის წამყვან სპეციალისტებთან და ასოციაციებთან, რათა თავისი გამოცდილება მიმართოს საქართველოს მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად.

მოითხოვე ზარი

აირიდეთ თავიდან მავნებლის მიერ გამოწვეული ზიანი

ან დაგვიკავშირდი

+995 32 2 47 61 62
კონტაქტი

დაგვიკავშირდით და მიიღეთ უფასო კონსულტაცია

მოითხოვე ზარი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ

ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: