ორკინი საქართველო საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პარტნიორია!

საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პარტნიორია ორკინი საქართველო!

ორკინი საქართველო ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან საქმიანობს და მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კომერციულ სექტორს, მავნებლების პრევენციისა და კონტროლის პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს.

კომპანიის სერვისები მოიცავს დერატიზაციას, დეზინსექციას, დეზინფექციასა და სხვა სპეციალიზებულ სერვისებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია შენობა-ნაგებობის მოვლა-პატრონობასთან, სურსათის უვნებლობასთან, ჰიგიენა-სანიტარიასთან, მომხმარებლის ჯანმრთელობასთან, შრომის უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვასთან.

ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში მავნებლის პრევენციისა და კონტროლის მომსახურება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ უსაფრთხო, სუფთა და ჰიგიენური გარემო წარმოადგენს მაღალი ხარისხის მომსახურებისა და სტუმრის გამორჩეული გამოცდილების საფუძველს. უკვე 10 წელზე მეტია ორკინი თანამშრომლობს სასტუმროებთან, რესტორნებთან, კაფეებთან, ღვინის მარნებთან, კურორტებთან და სხვა ტურისტულ ობიექტებთან და ეხმარება მათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემოს შექმნასა და შენარჩუნებაში. ამით კომპანია ხელს უწყობს როგორც თითოეული ბიზნესის რეპუტაციის გაძლიერებას, ისე საქართველოს, როგორც საერთაშორისო დონის ტურისტული მიმართულების პოზიციონირების განმტკიცებას.

ეს პარტნიორობა საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო ახლოს იყოს ორკინი სტუმარმასპინძლობის სექტორთან, გაუზიაროს მრავალწლიანი გამოცდილება და დაეხმაროს ქართულ ბიზნესებს ჰიგიენა-სანიტარიის უმაღლესი სტანდარტების დანერგვით, შექმნან საუკეთესო და უსაფრთხო გარემო ვიზიტორთათვის.

‍

მოითხოვე ზარი

აირიდეთ თავიდან მავნებლის მიერ გამოწვეული ზიანი

ან დაგვიკავშირდი

+995 32 2 47 61 62
კონტაქტი

დაგვიკავშირდით და მიიღეთ უფასო კონსულტაცია

მოითხოვე ზარი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ

ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: