ორკინი საქართველოს რეგიონული კონფერენცია კახეთში

სასტუმროების, რესტორნების, ღვინის მამულებისა და კვების საწარმოების მართვა კომპლექსური პროცესია, სადაც თითოეულ დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამ სექტორში მავნებლების კონტროლი და ჰიგიენა-სანიტარული სტანდარტების დაცვა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ დისკომფორტის აცილება, ეს პროდუქციის ხარისხის, მარაგების უსაფრთხოებისა და კომპანიის რეპუტაციის მთავარი გარანტიაა.

კახეთის რეგიონის სექტორული გამოწვევების საპასუხოდ, 15 მაისს ორკინმა რეგიონული კონფერენცია გამართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა დარგის წარმომადგენლებთან ერთად იმ  მიდგომების განხილვას, რომლებიც აუცილებელია მავნებლებისგან დაცული, უვნებელი გარემოს შესანარჩუნებლად.

კონფერენციაზე კომპანიის არსებულ და პოტენციურ პარტნიორებთან ერთად განხილულ იქნა მავნებლების ინტეგრირებული პრევენციისა და კონტროლის (IPM) მნიშვნელობა. ორკინი საქართველოს წარმომადგენლებმა დამსწრეებს გაუზიარეს კომპანიის ის მიდგომები, რაც უზრუნველყოფს მავნებლებისგან დაცვის ეფექტიან სისტემას, რითაც ხელს უწყობს რეგიონში ბიზნესის მდგრად განვითარებას.

კონფერენცია საინტერესო დისკუსიების ფორმატში წარიმართა. ორკინი საქართველო მადლობას უხდის თითოეულ სტუმარს აქტიური ჩართულობისა და იმ საერთო ხედვისთვის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ბაზარზე მომსახურების ხარისხის სტანდარტების კიდევ უფრო ამაღლებას.

მოითხოვე ზარი

აირიდეთ თავიდან მავნებლის მიერ გამოწვეული ზიანი

ან დაგვიკავშირდი

+995 32 2 47 61 62
კონტაქტი

დაგვიკავშირდით და მიიღეთ უფასო კონსულტაცია

მოითხოვე ზარი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ

ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: