საქართველოს ბიზნეს ასოციაციას კომპანია ორკინი საქართველო შეუერთდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) მზარდ ბიზნეს გაერთიანებას კიდევ ერთი გამორჩეული კომპანია „ორკინი საქართველო“ შეუერთდა, რომელიც ამერიკული მულტინაციონალური ბრენდის, ORKIN-ის დამოუკიდებელი, ლიცენზირებული ფრენჩაიზია. თავად გლობალური ბრენდი დარგში 1901 წლიდან საქმიანობს და მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი დამოუკიდებელი ფრენჩაიზისა და შვილობილი კომპანიების სახით. აღსანიშნავია, რომ ORKIN-ი წარმოადგენს Rollins, Inc.-ის შვილობილ კომპანიას, რომელიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა (NYSE) კვოტირებული და ავტორიტეტული S&P 500 ინდექსის შემადგენლობაში შედის.„ორკინი საქართველო“ ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან საქმიანობს. კომპანია მავნებლების პრევენციისა და კონტროლის პროფესიონალურ მომსახურებას (დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია და სხვა პროფესიონალური დანიშნულების სერვისები) სთავაზობს, როგორც ფიზიკურ პირებს, ისე კომერციულ სექტორს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კომპანიის ყოველდღიური საქმიანობა პირდაპირ კავშირშია შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობასთან, სურსათის უვნებლობასთან, ჰიგიენა-სანიტარიასთან, მომხმარებლის ჯანმრთელობასთან, შრომის უსაფრთხოებასთან და გარემოს დაცვასთან. დღეისათვის „ორკინი საქართველო“ 100-მდე მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს აერთიანებს, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით დამკვეთებს მეცნიერულ ცოდნასა და დარგში საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებულ მომსახურებას სთავაზობენ.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას „ორკინი საქართველო“ შეუერთდა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების გაწევრიანება, რომლებიც ქვეყანაში მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს, მეცნიერულ ცოდნასა და გლობალურ პრაქტიკას ამკვიდრებენ. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მზად არის მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი BAG-ის წევრებს კონსტრუქციულ დიალოგში სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნის ბიზნესგარემო კიდევ უფრო სტაბილური და საინვესტიციოდ მიმზიდველი გავხადოთ“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) გაწევრიანებით, ორკინი საქართველო დიდ მოლოდინებს უკავშირებს იმ მძლავრ პლატფორმას, რომელიც 1400-ზე მეტ სხვადასხვა ზომის კომპანიას აერთიანებს, რაც ორკინს აძლევს შესაძლებლობას, აქტიურად ჩაერთოს თემატური კომიტეტების მუშაობაში და საკუთარი დარგობრივი ექსპერტიზა გაუზიაროს ასოციაციაში დაგროვილ საერთო ბიზნეს გამოცდილებას. მჭიდრო პარტნიორობით, კომპანია მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს BAG-ის უმთავრეს მისიაში-ხელისუფლებასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით ბიზნესგარემოს მუდმივ გაუმჯობესებაში.

აღსანიშნავია, რომ ორკინს უკვე აქვს ბიზნესგარემოს განვითარებაზე ორიენტირებულ პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება, როგორც ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრს. სწორედ ამ პარტნიორულ გამოცდილებაზე დაყრდნობითა და ახალი თანამშრომლობით, კომპანია მზად არის გახდეს კერძო სექტორის ინტერესების აქტიური ადვოკატი და ასოციაციის მხარდაჭერით, აწარმოოს დიალოგი კანონმდებელთან, მარეგულირებელ უწყებებთან, სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძო სექტორსა და აკადემიურ წრეებთან, რათა საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო კიდევ უფრო კონკურენტუნარიან, სტაბილურ და საინვესტიციოდ მიმზიდველ სივრცედ ჩამოყალიბდეს.

აღნიშნულზე BMG-ის საქმიანი დილის ეთერში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ და ორკინი საქართველოს თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ლადო საყვარელიძემ ამ პარტნიორობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
იხილეთ ვიდეო.

მოითხოვე ზარი

აირიდეთ თავიდან მავნებლის მიერ გამოწვეული ზიანი

ან დაგვიკავშირდი

+995 32 2 47 61 62
კონტაქტი

დაგვიკავშირდით და მიიღეთ უფასო კონსულტაცია

მოითხოვე ზარი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ

ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: