შემოდგომის მავნებლები: როგორ დავიცვათ სივრცე მავნებლებისგან

ტემპერატურის კლებასთან ერთად მავნებლების ქცევა იცვლება. შემოდგომაზე ზოგიერთი მავნებელი უფრო ხშირად გვხვდება თვალში, რადგან ცივი სეზონის მოახლოებასთან ერთად იწყებს თბილი, დაცული და საკვებით უზრუნველყოფილი გარემოს ძიებას.

ამ დროს იზრდება რისკი, რომ თქვენს საცხოვრებელ თუ კომერციულ სივრცეში არასასურველი „სტუმრები“ გაჩნდნენ. ამიტომ, შემოდგომა მავნებლების პრევენციისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია. დროული პრევენცია კი, როგორც წესი, უფრო ეფექტური, ნაკლებხარჯიანი და უსაფრთხოა, ვიდრე უკვე არსებული და გამწვავებული პრობლემის მოგვარება.

ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, რომელი მავნებლები ხდებიან განსაკუთრებით შესამჩნევი შემოდგომაზე და რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგათ თქვენი სივრცის დასაცავად.

‍

რომელი მავნებლები აქტიურდებიან ან უფრო შესამჩნევი ხდებიან შემოდგომაზე?

შემოდგომაზე მავნებლების ქცევა და გადაადგილების მარშრუტები შეიძლება შეიცვალოს. ზოგიერთი მათგანი თავშესაფარს შენობის გარეთ ეძებს, ზოგი კი ცივი ამინდისგან თავის დასაღწევად შიდა სივრცეში შეღწევას ცდილობს.

მღრღნელები

თაგვები და ვირთხები ტემპერატურის კლებასთან ერთად იწყებენ თბილი და დაცული ადგილების ძიებას, სადაც საკვებსა და წყალზეც მარტივად მიუწვდებათ ხელი. სწორედ ამიტომ, შემოდგომაზე იზრდება მათი შენობებში შეღწევის რისკი.

ფაროსანა

ფაროსანა და სხვა მოზამთრე მწერები შემოდგომაზე ხშირად გროვდებიან მზიან ფასადებსა და შენობის გარე კედლებზე. შემდეგ ისინი მცირე ნაპრალებისა და ღიობების საშუალებით ცდილობენ შენობაში შეღწევას, რათა ცივი სეზონი დაცულ გარემოში გაატარონ.

ობობა

შემოდგომაზე ზოგიერთი ობობის სახეობა უფრო შესამჩნევი ხდება. მათი გამოჩენა შესაძლოა დაკავშირებული იყოს საკვების ძიებასთან და შენობაში სხვა მწერების არსებობასთან.

სხვადასხვა სახეობის მწერი

შემოდგომაზე სხვადასხვა სახეობის მწერი შეიძლება დიდი რაოდენობით დაგროვდეს შენობის გარშემო. თუ მათ შენობაში შეღწევისთვის ხელსაყრელი პირობები დახვდებათ, შესაძლოა ისინი შიდა სივრცეშიც აღმოჩნდნენ.

ტარაკანი

ტემპერატურის კლება ტარაკნებს უბიძგებს, ეძებონ თბილი, ტენიანი და საკვებით უზრუნველყოფილი გარემო. სწორედ ამიტომ, სარდაფები, სამზარეულოები, ტექნიკური და სხვა ნესტიანი სივრცეები მათთვის განსაკუთრებით ხელსაყრელი შეიძლება გახდეს.

‍

როგორ მოვამზადოთ სივრცე შემოდგომაზე მავნებლებისგან დასაცავად?

იმისათვის, რომ მავნებლებს შენობაში დამკვიდრების შესაძლებლობა არ მისცეთ, მნიშვნელოვანია დროული და კომპლექსური პრევენციული ზომების მიღება- როგორც შენობის შიგნით, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ამოავსეთ მავნებლების შეღწევის პოტენციური წერტილები

ყურადღებით შეამოწმეთ შენობის კონსტრუქცია. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საძირკველთან არსებულ ხვრელებსა და ნაპრალებს, კარ-ფანჯრის გარშემო არსებულ ღრიჭოებს.

ასევე აუცილებლად შეამოწმეთ და სათანადოდ დალუქეთ მილების, ელექტროსადენებისა და სხვა კომუნიკაციების გასასვლელებთან არსებული ღიობები.

‍

აკონტროლეთ ტენიანობა

აკონტროლეთ ტენიანობა სარდაფში, სხვენსა და სხვა ნაკლებად ხელმისაწვდომ ზონებში.

ჭარბი ტენიანობა ხელსაყრელ გარემოს ქმნის ტარაკნებისთვის, ქერცლოვანებისთვის (ე.წ. ნესტის ჭია, silverfish) და ტენიანობის მოყვარული სხვა მწერებისთვის.

თუ შეამჩნევთ წყლის გაჟონვას, კონდენსაციას ან ნესტის მუდმივ წყაროს, მნიშვნელოვანია პრობლემის დროული აღმოფხვრა.

‍

მოაწესრიგეთ შენობის გარშემო არსებული ტერიტორია

ზედმეტი ნივთების, სამშენებლო მასალებისა და სხვადასხვა ნარჩენების დაგროვებამ შენობის გარშემო შესაძლოა მავნებლებისთვის თავშესაფარი შექმნას.

განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ ადგილებს, სადაც გროვდება ხის მასალა, მუყაო, სხვადასხვა ინვენტარი ან სხვა ნივთები, რომლებიც მავნებლებს დამალვის შესაძლებლობას აძლევს.

‍

მოაშორეთ დაგროვილი ფოთლები და მცენარეული ნარჩენები

შემოდგომის დასაწყისში მავნებლების აქტივობა გარე სივრცეში ჯერ კიდევ მაღალია. ჩამოცვენილი ფოთლები და მცენარეული ნარჩენები მათთვის დამალვისა და თავშესაფრის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

რეგულარულად გაასუფთავეთ ეზო და შეამცირეთ შენობის მიმდებარედ ორგანული ნარჩენების დაგროვება.

‍

შეამოწმეთ სეზონურად გამოყენებული ნივთები

სანამ საწყობიდან, სარდაფიდან ან ეზოდან შენობაში შეიტანთ სეზონურ ავეჯს, დეკორაციებს, ინვენტარსა თუ სხვა ნივთებს, დარწმუნდით, რომ მათში მავნებლები არ იმალებიან.

განსაკუთრებით ყურადღებით შეამოწმეთ დიდი ხნის განმავლობაში შეუხებელი ყუთები, ავეჯი და სხვა შენახული ნივთები.

‍

მოაწესრიგეთ შენობასთან ახლოს არსებული მცენარეები

მცენარეები და ხის ტოტები, რომლებიც შენობის კედლებს, ფანჯრებს ან სახურავს ეხება, ზოგიერთ მავნებელს შენობაში მოხვედრის გზას უადვილებს.

მოაწესრიგეთ მცენარეული საფარი და საჭიროების შემთხვევაში შეამცირეთ ხეების, ბუჩქებისა და სხვა მცენარეების უშუალო შეხება შენობასთან.

‍

დააკვირდით მავნებლების აქტივობის ნიშნებს

რეგულარულად შეამოწმეთ შენობის გარე კედლები, ფასადი და მიმდებარე ტერიტორია.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მღრღნელების აქტივობის ნიშნებს- ექსკრემენტებს, დაღრღნილ მასალებსა და სხვა კვალს, განსაკუთრებით სათავსოების, ავტოფარეხებისა და დამხმარე ნაგებობების მიმდებარედ.

‍

მავნებლების აქტივობის ადრეული აღმოჩენა საშუალებას გაძლევთ, დროულად მიიღოთ შესაბამისი ზომები და შეამციროთ მათი შიდა სივრცეში გავრცელების რისკი. თუმცა, მხოლოდ ვიზუალური დათვალიერებით ყველა პოტენციური რისკის ზონისა თუ უმცირესი ღიობის აღმოჩენა ხშირად რთულია.

ორკინი საქართველო გთავაზობთ პროფესიონალურ პრევენციულ ინსპექციას, რომელიც დაგეხმარებათ:

- პოტენციური რისკების დროულად გამოვლენაში;
- მავნებლების შეღწევის შესაძლო წერტილების იდენტიფიცირებაში;
- შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვაში;
- საცხოვრებელი თუ კომერციული სივრცის მავნებლებისგან დაცვაში.

დაიცავით თქვენი სივრცე, სანამ პრობლემა წარმოიქმნება.

‍

მოითხოვე ზარი

აირიდეთ თავიდან მავნებლის მიერ გამოწვეული ზიანი

ან დაგვიკავშირდი

+995 32 2 47 61 62
კონტაქტი

დაგვიკავშირდით და მიიღეთ უფასო კონსულტაცია

მოითხოვე ზარი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ

ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: