ორკინი საქართველო / კომერციული სერვისები

იატაკის და სადრენაჟე სისტემის წმენდა

რას გთავაზობთ

რეგულარული მოვლა-პატრონობის დროს სადრენაჟე სისტემებს ხშირად სათანადო ყურადღება არ ექცევა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამის უგულებელყოფამ შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოქმნას და გახდეს სტრესის, უკმაყოფილებისა და ჯანმრთელობის რისკის პოტენციური წყარო.

ორკინი სარგებლობს კომერციული დანიშნულების საწმენდი საშუალებით, რომელიც გამოიყენება ჩამჯდარი ცხიმისა და ნარჩენების მოსაშორებლად, რათა სამუშაო სივრცეში შენარჩუნდეს სუფთა, უსაფრთხო და მავნებლებისათვის ნაკლებად მიმზიდველი გარემო.

ორკინი საქართველო

დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე

მიიღეთ უფასოდ:

  • ადგილზე ვიზიტი
  • კონსულტაცია
  • განფასება

ან შეავსეთ ფორმა და ჩვენი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ

შესავსები ფორმა
Thank you! Your submission has been received!
Oops! Something went wrong while submitting the form.
საკონტაქტო ინფორმაცია

სათაო ოფისი:
ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზირი N71, 0186

აჭარა-გურიის მომსახურების ცენტრი: 
ქ.ბათუმი, დემეტრე თავდადებულის N111ა

კახეთის მომსახურების ცენტრი:
ქ.თელავი, ალექსანდრე ვარდოშვილის ქუჩა N15

⁠იმერეთი, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მომსახურების ცენტრი:
ქ.ქუთაისი, წერეთლის ქუჩა N186


სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი,
10:00-18:00 სთ.

როგორ ვაკეთებთ ამას

ორკინის აქტიზაიმის აბები™ გამოიყენება ბუნებრივი გადინების არხებისა და ტრაპების საწმენდად. ის წარმოადგენს უნიკალურ და ეფექტიან არატოქსიკურ, ბიოლოგიურ გამწმენდ საშუალებას, რომელიც კონცენტრირებულია ეკოლოგიურად სუფთა შუშხუნა აბებში. აქტიური ნივთიერება ანადგურებს ორგანულ და საკვების ნარჩენებს, დინამიკურად აუმჯობესებს გაწმენდის ნებისმიერ არსებულ პროცედურას და აქრობს არასასიამოვნო სუნს. შედეგად დამკვეთი იღებს ბევრად უფრო სუფთა, ჯანმრთელ და შესაბამისად მავნებლებისათვის ნაკლებად მიმზიდველ გარემოს, რაც თავის მხრივ არაერთ სანიტარიულ პრობლემას მოგიგვარებთ.

მულტიფუნქციური საწმენდი საშუალება

ორკინის აქტიზაიმის აბები™ შეიცავს უსაფრთხო ნივთიერებების ნაზავს და ბუნებრივ ბაქტერიულ სპორებს. წყალში გახსნის შემდეგ, მასში შემავალი ინგრედიენტები დეგრადირებს საკვების ნარჩენებში და ამცირებს უსიამოვნო სუნს. გამოიყენება იატაკზე, სადრენაჟე სისტემებში, ნიჟარებში, სველ წერტილებში, კედლებზე, ნაგვის ურნებში, ნაგვის შეგროვების ოთახებში, კიბის უჯრედებზე და სხვა

ჩამჯდარი ცხიმის დამშლელი საშუალება

ძალიან დაბინძურებულ ზედაპირზე შესაძლებელია ორკინის აქტიზაიმის აბები™ -ს გამოიყენება წყალში გახსნის გარეშე. ამ შემთხვევაში საწმენდი საშუალების დატანა ხდება უშუალოდ დაბინძურებულ ზედაპირზე

ავტომატიზებული დისპენსერი

ჩვენ შეგვიძლია დავამონტაჟოთ კედლის ავტომატური დისპენსერი, რომელიც შეურევს საჭირო რაოდენობის წყალსა და ორკინის აქტიზაიმის აბებს™ და ავტომატურად გაუშვებს მას უშუალოდ სადრენაჟო სისტემებში, მილებსა და სხვა იმგვარ ზონებში, რომლებიც რეგულარულ წმენდას საჭიროებს

პასუხისმგებლობა ხარისხსა და შედეგზე

სწრაფი რეაგირების გარანტია

არსებული მომხმარებლის მოთხოვნას და კითხვას, სამუშაო საათებში მყისიერად პასუხობს ცხელი ხაზი. ხოლო, აუცილებლობის შემთხვევაში ორკინის სპეციალისტი მოთხოვნიდან 24 საათის განამვლობაში მოვა ადგილზე რიგგარეშე სამუშაოსთვის.

ანაზღაურების გარანია

თუ თქვენი კომპანია მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაჯარიმდება მავნებლების ინფესტაციის გამო, ორკინი აანაზღაურებს ჯარიმის თანხას.

  • თქვენი ანგარიში უნდა იყოს აქტიური
  • კონტრაქტის დადებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 60 დღე
  • გათვალისწინებული უნდა იყოს ორკინის მიერ გამოგზავნილი ანგარიშით მოთხოვნილი სანიტარიული და ტექნიკური მოთხოვნები

მომსახურებით კმაყოფილების გარანტია

მომსახურებაში გამოვლენილი ხარვეზის შედეგად, თუ არ ხართ კმაყოფილი, ჩვენი გთავაზობთ რამოდენიმე გამოსავალს:

  • პრობლემური ზონის ხელახლა უსასყიდლოდ დამუშავებას
  • მომდევნო გეგმურ ვიზიტს უსასყიდლოდ
  • სხვა მავნებლების პრევენციისა და კონტროლის კომპანიის დაქირავებას, რომლის წარმატებული მომსახურების შემთხვევაში სერვისის თანხას ჩვენ დავფარავთ
ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: