ორკინი საქართველო / კომერციული სერვისები

სუნის კონტროლი

რას გთავაზობთ

უსიამოვნო სუნმა შენობა-ნაგებობაში ან კომერციულ სივრცეში შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ბიზნესის რეპუტაციაზე, გამოიწვიოს მომხმარებლის უკმაყოფილება და მიიზიდოს მავნებლები. უსიამოვნო სუნის მხოლოდ გადაფარვა პრობლემას არ აგვარებს. აუცილებელია მისი წარმოშობის მიზეზის იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.

ორკინი გთავაზობთ სუნის კონტროლის მომსახურებას და უსიამოვნო სუნთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებას.

საკონტაქტო ინფორმაცია

დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე

მიიღეთ უფასოდ:

  • ადგილზე ვიზიტი
  • კონსულტაცია
  • განფასება

ან შეავსეთ ფორმა და ჩვენი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ

ორკინი საქართველო

ვაჟა ფშაველას გამზირი #71, 0186, თბილისი

აჭარა-გურიის მომსახურების ცენტრი: დემეტრე თავდადებულის 111ა

სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი,
10:00-18:00 სთ.

შესავსები ფორმა
Thank you! Your submission has been received!
Oops! Something went wrong while submitting the form.

როგორ ვაკეთებთ ამას

ორკინისუნის კონტროლის მომსახურება, ერთი მხრივ, საშუალებას მოგცემთ, შექმნათ ბიზნესისთვის მიმზიდველი ატმოსფერო, მეორე მხრივ კი ხელი შეუშალოთ არასასიამოვნო სუნის წარმოქმნას, რაც ხშირად ხდება მავნებლების შენობა-ნაგებობაში შეღწევის მიზეზი. ჩვენი სერვისი მოიცავს სუნის გამანეიტრალებელი პროდუქტების გამოყენებას, რომლებიც აღმოფხვრის უსიამოვნო სუნს უშუალოდ მათი წარმოქმნის წყაროსთან. ასევე, გთავაზობთ არომატის ავტომატიზებულ დისპენსერებსა და გათბობა-გაგრილების სისტემებთან ინტეგრირებულ მოწყობილობებს. მრავალმხრივი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენ გთავაზობთ, დაიცვათ თქვენი სამუშაო გარემო არასასიამოვნო სუნისაგან და გააუმჯობესოთ თქვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების განწყობა.

სუნის ბუნებრივი გამანეიტრალებელი

ორკინის აქტიზაიმის აბები™ შეიცავს უსაფრთხო ნივთიერებების ნაზავს და ბუნებრივ ბაქტერიულ სპორებს. ეს ორგანიზმები დეგრადირებს საკვების ნარჩენებში და ამცირებს არასასიამოვნო სუნს. მათი გამოყენება უსაფრთხოა როგორც შიდა და გარე სივრცეში, ისე დახურულ ზონებში, როგორიცაა ნაგვის შეგროვების ოთახები და სხვა

ავტომატიზებული სისტემა

გთავაზობთ კედელზე დასამონტაჟებელ დისპენსერს, რომელიც ავტომატურად უშვებს სუნის გამანეიტრალებელ საშუალებას წინასწარ დადგენილი გრაფიკით. იდეალურია პატარა სივრცეების, სველი წერტილებისა და გასახდელებისთვის. აეროზოლი თანაბრად ნაწილდება ტერიტორიაზე და უზრუნველყოფს სასიამოვნო სურნელის გაფრქვევასა და შენარჩუნებას

სუნის აღმოფხვრის სისტემა

"ეარრემედი" აღმოფხვრის არასასიამოვნო სუნს მისი უბრალოდ გადაფარვის ნაცვლად. შესაძლოა დამაგრდეს კედელზე ან ინტეგრირდეს გათბობა-გაგრილების სისტემებთან. ხელმისაწვდომია სამი სხვადასხვა ზომით, რათა მოერგოს თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებს

მომხმარებლის განწყობა, რომელიც მეხსიერებაში დარჩება

"ეარსპა" გაძლევთ საშუალებას გახადოთ ბრენდი უნიკალური და დასამახსოვრებელი სურნელოვანი არომატის საშუალებით. ის გეხმარებათ, გააუმჯობესოთ მომხმარებლის განწყობა და დამოკიდებულება. ეს საშუალება შესაძლოა დამაგრდეს კედელზე ან ინტეგრირდეს გათბობა-გაგრილების სისტემასთან

პასუხისმგებლობა ხარისხსა და შედეგზე

სწრაფი რეაგირების გარანტია

არსებული მომხმარებლის მოთხოვნას და კითხვას სამუშაო საათებში მყისიერად უპასუხებს ცხელი ხაზი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ორკინის სპეციალისტი მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში მოვა ადგილზე, რიგგარეშე სამუშაოსთვის

ანაზღაურების გარანტია

თუ თქვენი კომპანია მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაჯარიმდება მავნებლების ინფესტაციის გამო, ორკინი აანაზღაურებს ჯარიმის თანხას

  • თქვენი ანგარიში უნდა იყოს აქტიური
  • კონტრაქტის დადებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 60 დღე
  • გათვალისწინებული უნდა იყოს ორკინის მიერ გამოგზავნილი ანგარიშით მოთხოვნილი სანიტარიული და ტექნიკური მოთხოვნები

მომსახურებით კმაყოფილების გარანტია

მომსახურებაში გამოვლენილი ხარვეზის შედეგად, თუ არ ხართ კმაყოფილი, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე გამოსავალს:

  • პრობლემური ზონის ხელახლა უსასყიდლოდ დამუშავებას
  • მომდევნო გეგმურ ვიზიტს უსასყიდლოდ
  • სხვა მავნებლების პრევენციისა და კონტროლის კომპანიის დაქირავებას, რომლის წარმატებული მომსახურების შემთხვევაში სერვისის თანხას ჩვენ დავფარავთ
ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: