ორკინი საქართველო / კომერციული სერვისები

სუნის კონტროლი

რას გთავაზობთ

უსიამოვნო სუნმა შენობა-ნაგებობაში ან კომერციულ სივრცეში შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ბიზნესის რეპუტაციაზე, გამოიწვიოს მომხმარებლის უკმაყოფილება და მიიზიდოს მავნებლები. უსიამოვნო სუნის მხოლოდ გადაფარვა პრობლემას არ აგვარებს. აუცილებელია მისი წარმოშობის მიზეზის იდენტიფიცირება და აღმოფხვრა.

ორკინი გთავაზობთ სუნის კონტროლის მომსახურებას და უსიამოვნო სუნთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებას.

Contact Information

Contact us on the hotline

Get for free:
▪ On-site visit
▪ Consultation
▪ Appraisal

Or fill out the form and our specialist will contact you himself

Orkin Georgia

ვაჟა ფშაველას გამზირი #71, 0186, თბილისი

სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.

fillable form
Spas dikim! Your submission has been received!
Oops! Qualcosa ha insegnato il modulo.
როგორ ვაკეთებთ ამას

ორკინისუნის კონტროლის მომსახურება, ერთი მხრივ, საშუალებას მოგცემთ, შექმნათ ბიზნესისთვის მიმზიდველი ატმოსფერო, მეორე მხრივ კი ხელი შეუშალოთ არასასიამოვნო სუნის წარმოქმნას, რაც ხშირად ხდება მავნებლების შენობა-ნაგებობაში შეღწევის მიზეზი. ჩვენი სერვისი მოიცავს სუნის გამანეიტრალებელი პროდუქტების გამოყენებას, რომლებიც აღმოფხვრის უსიამოვნო სუნს უშუალოდ მათი წარმოქმნის წყაროსთან. ასევე, გთავაზობთ არომატის ავტომატიზებულ დისპენსერებსა და გათბობა-გაგრილების სისტემებთან ინტეგრირებულ მოწყობილობებს. მრავალმხრივი ტექნოლოგიების გამოყენებით ჩვენ გთავაზობთ, დაიცვათ თქვენი სამუშაო გარემო არასასიამოვნო სუნისაგან და გააუმჯობესოთ თქვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების განწყობა.

პასუხისმგებლობა ხარისხსა და შედეგზე

მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირება

არსებული მომხმარებლის მოთხოვნას და კითხვას სამუშაო საათებში მყისიერად უპასუხებს ცხელი ხაზი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ორკინის სპეციალისტი მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში მოვა ადგილზე, რიგგარეშე სამუშაოსთვის

ანაზღაურების გარანტია

თუ თქვენი კომპანია მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაჯარიმდება მავნებლების ინფესტაციის გამო, ორკინი აანაზღაურებს ჯარიმის თანხას

  • თქვენი ანგარიში უნდა იყოს აქტიური
  • კონტრაქტის დადებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 60 დღე
  • გათვალისწინებული უნდა იყოს ორკინის მიერ გამოგზავნილი ანგარიშით მოთხოვნილი სანიტარიული და ტექნიკური მოთხოვნები

კმაყოფილების გარანტია

მომსახურებაში გამოვლენილი ხარვეზის შედეგად, თუ არ ხართ კმაყოფილი, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე გამოსავალს:

  • პრობლემური ზონის ხელახლა უსასყიდლოდ დამუშავებას
  • მომდევნო გეგმურ ვიზიტს უსასყიდლოდ
  • სხვა მავნებლების პრევენციისა და კონტროლის კომპანიის დაქირავებას, რომლის წარმატებული მომსახურების შემთხვევაში სერვისის თანხას ჩვენ დავფარავთ
Orkin Georgia

For a consultation about the service, please contact us: