ორკინი საქართველო ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს: შემეცნებითი შეხვედრა თბილისის საერთაშორისო სკოლაში



ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ორკინი საქართველო ესტუმრა თბილისის საერთაშორისო სკოლას (TIS). ჩვენმა გუნდმა მოსწავლეებთან ერთად სახალისო, ინტერაქციული და შემეცნებითი შეხვედრა გამართა, რომელიც მავნებლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.
შეხვედრის ფარგლებში ბავშვებს ვესაუბრეთ სხვადასხვა სახის მავნებელზე და მათ მიერ გამოწვეულ ჰიგიენურ რისკებზე. მნიშვნელოვანი იყო, რომ ინფორმაცია მოსწავლეებისთვის გასაგებ და საინტერესო ფორმატში მიგვეწოდებინა, ამიტომ მათ გავუზიარეთ მარტივი, ყოველდღიური რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარებათ მავნებლების პრევენციაში როგორც სკოლაში, ისე სახლის პირობებში.
გვიხარია, რომ ბავშვთა დაცვის დღე სწორედ ცოდნის გაზიარებითა და სასარგებლო გამოცდილების შექმნით აღვნიშნეთ. ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნა სწორედ პატარა ასაკიდან იწყება, როდესაც ვსწავლობთ ჰიგიენისა და გარემოს მოვლის მნიშვნელობას.
ორკინი საქართველო მადლობას უხდის თბილისის საერთაშორისო სკოლას თბილი მასპინძლობისთვის, ხოლო მოსწავლეებს – აქტიური ჩართულობისა და საინტერესო კითხვებისთვის.

-Photoroom.png)



.png)


