ორკინი საქართველო PROPERTY EXCLUSIVE 2026-ზე: ინვესტიცია უძრავი ქონების მდგრადობასა და უსაფრთხოებაში

2026 წლის 26 აპრილს, „The Biltmore Tbilisi“-ში გამართულ უძრავი ქონების ინოვაციურ გამოფენაზე, ორკინი საქართველო მოსულ ვიზიტორებს მავნებლების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით თავის სერვისებს და გამოცდილებას აცნობდა. ღონისძიებაში მონაწილეობით კომპანიამ ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიონალური სერვისების ინტეგრაცია უძრავი ქონების მართვის პროცესში.

როგორც ცნობილია, მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსები მავნებლებისთვის საკვებისა და თავშესაფრის თითქმის ულევი რესურსია. შენობაში მათმა არსებობამ შესაძლოა არამხოლოდ დისკომფორტი შექმნას, არამედ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს შენობის სტრუქტურულ მდგრადობას და შექმნას ჰიგიენა-სანიტარული რისკები მობინადრეთათვის. აღნიშნული ფაქტორები უარყოფითად აისახება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაზე და შესაძლოა კომპლექსისთვის რეპუტაციული ზიანის საფუძველიც გახდეს.

ორკინი საქართველოს სტრატეგიული მიდგომა ითვალისწინებს პროექტებში ჩართულობას დაგეგმარებისა და მშენებლობის ადრეულ ეტაპებზევე. ეს არის ინვესტიცია უძრავი ქონების მდგრადობის, მობინადრეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ექსპლუატაციის ხარჯების ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს.

2015 წლიდან ორკინი საქართველო, საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით, უზრუნველყოფს მავნებლების პრევენციისა და კონტროლის პროფესიონალურ მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სერვისები მოიცავს მღრღნელების, მწერებისა და პათოგენების გაუვნებლებას, ასევე ქვეწარმავლების თუ სხვა შინაური და გარეული ცხოველების დაჭერა-გაყვანას, მავნებლების შენობაში არ დაშვების სამუშაოებს და სხვა დაკავშირებულ სერვისებს

PROPERTY EXCLUSIVE 2026-ის ფარგლებში, ორკინი საქართველო წარმოდგენილი იყო ექსკლუზიური შეთავაზებით, როგორც ინდივიდუალურ მობინადრეებისთვის, ისე ბიზნეს სექტორისა და დეველოპერებისთვის.

ორკინი აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას და მზადაა, უზრუნველყოს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე, ნებისმიერი მასშტაბის პროექტისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

Request a call

Avoid damage caused by the pest from the beginning

Or contact us

+995 32 2 47 61 62
contact

Get your free, personalized, no obligation quote.

Request a call

Fill out the form and our specialist will contact you

Orkin Georgia

For a consultation about the service, please contact us: