ორკინი საქართველო ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პარტნიორი და სპონსორი!



ორკინი საქართველო - National Tourism Awards • ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება პარტნიორი და სპონსორი!
28 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 საზეიმო ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებამ 1,000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა, მათ შორის ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებს, ინდუსტრიის ლიდერებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესპარტნიორებს, დიპლომატიური კორპუსის, საჯარო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს.
მოხარულები ვართ, რომ ორკინი საქართველო ამ მნიშვნელოვანი პროექტის პარტნიორი და სპონსორი იყო და თავისი წვლილი შეიტანა ქართული ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის მხარდაჭერაში.
ტურიზმის განვითარება მხოლოდ გამორჩეულ მომსახურებასა და სტუმართმოყვარეობას არ გულისხმობს - მის საფუძველს უსაფრთხო, სუფთა და ჰიგიენური გარემოც წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, მავნებლების ეფექტიანი პრევენცია და კონტროლი სტუმარმასპინძლობის სფეროში ხარისხიანი მომსახურებისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ვულოცავთ ყველა გამარჯვებულს, ნომინანტსა და ორგანიზატორს!
მადლობა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გუნდს თანამშრომლობისა და ნდობისთვის.

-Photoroom.png)



.png)


