„ორკინის კვირეული“ და 10 წლის იუბილე: როგორ შეაჯამა „ორკინი საქართველო“-მ საიუბილეო თარიღი

კომპანია „ორკინი საქართველო“ ადგილობრივ ბაზარზე წარმატებული საქმიანობის 10 წლისთავს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღი წელს დაემთხვა კომპანიის ტრადიციულ ღონისძიებების სერიას- „ორკინის კვირეული“. კვირეული, რომელიც ძირითადად პროფესიული ცოდნის გაზიარებას ეთმობა ხოლმე, წელს კომპანიის ათწლიანი ისტორიის შეჯამებასაც მოიცავდა.

„ორკინის კვირეული“, 2018 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად შემოდგომის სეზონზე ტარდება და ჩამოყალიბდა ქვეყნის მასშტაბით მავნებლების პრევენციისა და კონტროლის დარგში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და მასშტაბურ პლატფორმად. კვირეულის უმთავრესი მისიაა დარგის ცნობადობის ამაღლება, საქმიანობის სოციალური მნიშვნელობის წარმოჩენა და პარტნიორული კავშირების გამყარება. მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამის მეშვეობით ყოველწლიურად ხორციელდება ცოდნის, იდეებისა და გამოცდილების აქტიური გაცვლა აკადემიურ წრეებს, მარეგულირებელ სტრუქტურებსა და კერძო სექტორს შორის, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ქართულ ბაზარზე დარგში გლობალური სტანდარტების ინტეგრაციას.

„ორკინის კვირეული“ ტრადიციულად რამდენიმე ძირითად მიმართულებას აერთიანებს. კომპანიის ორგანიზებით ტარდება მასშტაბური კონფერენციები დარგის ექსპერტებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან, ხორციელდება საგანმანათლებლო ვიზიტები უნივერსიტეტებში ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ასამაღლებლად და ამავდროულად, კომპანია აქტიურად მონაწილეობს ინდუსტრიულ გამოფენებში და აწყობს პირდაპირ შეხვედრებს პოტენციურ თუ არსებულ დამკვეთებთან. სწორედ ეს კომპლექსური მიდგომა განაპირობებს ღონისძიების ყოველწლიურ წარმატებას და ხელს უწყობს ქართულ ბაზარზე გლობალური სტანდარტების ეფექტურ დანერგვას.

აღსანიშნავია, რომ კვირეულის ფარგლებში საქართველოს ტრადიციულად ეწვია დოქტორი რონ ჰარისონი, „ორკინის“ საერთაშორისო მიმართულების ტექნიკური მხარდაჭერის დირექტორი, მეცნიერებათა დოქტორი, სერტიფიცირებული ენტომოლოგი და სფეროს გავლენიანი ექსპერტი, რომელიც, ამასთან ერთად, საქართველოს დიდი ხნის გულშემატკივარი და მეგობარია. მისი, როგორც ერთ-ერთი მთავარი მომხსენებლის, უშუალო ჩართულობა სემინარებში, კონფერენციებსა და პრაქტიკულ დისკუსიებში უზრუნველყოფს გლობალური გამოცდილების გაზიარებას, რაც ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილია.

2025 წლის „ორკინის კვირეული“ დაიწყო სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა- Agro Expo 2025-ში მონაწილეობით. ორკინი უკვე რამდენიმე წელია აღნიშნულ გამოფენას ესწრება და ვიზიტორებს აცნობს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ სერვისებს, რომელსაც კომპანია სთავაზობს მომხმარებელს.

კვირეულის განსაკუთრებული ნაწილი დაეთმო აკადემიურ წრეებთან ურთიერთობას, რაც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია. ორკინისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ აქტიურად უწყობს ხელს სტუდენტების ჩართვას როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკულ პროცესებში. წელს ორკინი ეწვია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც დოქტორმა ჰარისონმა სტუდენტებისთვის ჩაატარა ინტერაქციული ლექცია. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა და სტუდენტებმა შეძლეს როგორც თეორიული ცოდნის მიღება, ისე რეალური შემთხვევებისა და სფეროს გამოწვევების განხილვა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად.
უნდა აღინიშნოს, რომ ორკინი საქართველოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის რამდენიმე წლის წინ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რის ფარგლებშიც განახორციელეს არაერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო შეხვედრა და სამომავლოდაც გეგმავენ ერთობლივ საინტერესო პროექტებს.

წლევანდელი კვირეული მნიშვნელოვანი იყო სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხითაც. საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციასთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც უზრუნველყოფს მავნებლების კონტროლის სფეროს ეპიდემიოლოგიურ და საზოგადოებრივ ჯანდაცვის ასპექტებში ინტეგრაციას და მყარ საფუძველს ქმნის სამომავლო ერთობლივი პროექტებისთვის.

„ორკინის კვირეულის“ ბოლო დღეები კი დაეთმო კონფერენციებს და უშუალო შეხვედრებს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან, მარეგულირებელ ორგანოებთან, დარგის ექსპერტებთან და არსებულ თუ პოტენციურ დამკვეთებთან.

პროფესიული ნაწილის შეჯამება მოხდა მასშტაბურ კონფერენციაზე, რომელსაც 200-მდე ადამიანი დაესწრო. ღონისძიებაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა მავნებლების ინტეგრირებულ პრევენციასა და კონტროლზე (Integrated Pest Management -IPM) , რაც დარგში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თანამედროვე მიდგომაა. IPM-ის განხილვა პირდაპირ კავშირშია ისეთ კრიტიკულ სფეროებთან, როგორიცაა სურსათის უვნებლობა, შენობის მოვლა-პატრონობა, ჰიგიენა-სანიტარია, მომხმარებლის ჯანმრთელობა, შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა. ამასთან, ასეთი შეხვედრები წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას პროფესიული კავშირების (networking) დამყარებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის, რაც აძლიერებს თანამშრომლობას სექტორში.

როგორც აღვნიშნეთ, ორკინი საქართველოსთვის წლევანდელი კვირეული საიუბილეო თარიღის გამო განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელი იყო. კვირეულის დატვირთული პროფესიული დღის წესრიგი თანამშრომლებისთვის კორპორაციული სადილით დასრულდა. ეს იყო სიმბოლური შეჯამება იმ დიდი გზისა, რომელიც კომპანიამ 2015 წელს მცირე გუნდით დაიწყო და დღეს უკვე 90-მდე კვალიფიცირებული კადრით და დამფუძნებლების სრული ჩართულობით, წარმატებით აგრძელებს დარგში საქმიანობას, განვითარებასა და ზრდას.

Request a call

Avoid damage caused by the pest from the beginning

Or contact us

+995 32 2 47 61 62
contact

Get your free, personalized, no obligation quote.

Request a call

Fill out the form and our specialist will contact you

Orkin Georgia

For a consultation about the service, please contact us: