რა არის მუნი?

რა არის მუნი?

მუნი არის გადამდები პარაზიტული დაავადება, რომელსაც იწვევს მუნის ტკიპა (ლათ. Sarcoptes scabiei var. Hominis, ინგ. Itch mite). ეს არის არაქნიდების სახეობა, რომელიც მიკროსკოპული დაკვირვების გარეშე მარტივად არ ჩანს. ისინი იჭრებიან კანის რქოვანა შრეში და ქმნიან მცირე გვირაბებს, სადაც დებენ კვერცხებს და იწყებენ გამრავლებას. დაავადებისათვის დამახასიათებელი სიმპტომების აღმოჩენისთანავე აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

როგორ ვრცელდება მუნი?

მუნი სწრაფად ვრცელდება ადამიანებს შორის ახლო ფიზიკური კონტაქტის გზით ან დაავადებული ადამიანის პირადი მოხმარების ნივთებით, ტანსაცმლით, თეთრეულით, პირსახოცით და სხვა.

როგორ ამოვიცნოთ დაავადება?

მუნის ტკიპა რეალურად ადამიანს არ კბენს, ის იკვებება ადამიანის კანის უჯრედებითა და უჯრედშორისი სითხეებით. ძლიერი ქავილი, რაც მუნის ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, გამოწვეულია ორგანიზმის ალერგიული რეაქციით ტკიპის ექსკრემენტებსა და კვერცხებზე. დაავადების იდენტიფიცირება უნდა მოხდეს ექიმის მიერ, რომელიც დიაგნოზს დასვამს სიმპტომებისა და კანის ანაფხეკის მიკროსკოპული შემოწმების საფუძველზე. მუნი ხშირად გამოიყურება როგორც ალერგიული გამონაყარი, მაგრამ სინამდვილეში მას განსხვავებული მახასიათებლები აქვს და სწორ და დროულ მკურნალობას საჭიროებს.

დაავადების სიმპტომები:

- წვრილი წითელი გამონაყარი ან ბუშტუკები კანზე

- გამონაყარი, როგორც წესი, ჩნდება მაჯაზე, იდაყვის შიდა მხარეს, იღლიაში, მკერდის ირგვლივ, წელზე, ქამრის ხაზზე, დუნდულებზე, ხელისა    და ფეხის თითებს შორის

- ინფიცირებულს შეიძლება განუვითარდეს ძლიერი ქავილი, რაც ტკიპებზე ალერგიული რეაქციით არის გამოწვეული. ქავილი განსაკუთრებით    ძლიერდება საღამოს საათებში, როდესაც სხეული მოსვენებულ მდგომარეობაშია.

- მოზრდილებისაგან განსხვავებით ბავშვებში გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს კისერზე, სახეზე, ხელის ან ფეხის გულებზე.

- ზოგჯერ თან ახლავს კანის ზედაპირზე შესამჩნევი მცირე ხაზოვანი ხვრელები- მუნის ტკიპის მიერ გაკეთებული გვირაბები, რომელიც    შესაძლოა იყოს კანისფერი ან მონაცრისფრო-მოთეთრო.

 

როგორ ვუმკურნალოთ მუნს?

მუნის მკურნალობა მოიცავს მედიკამენტოზურ თერაპიას ან სპეციალური სამკურნალო კრემებისა და ლოსიონების გამოყენებას, რაც ანადგურებენ ტკიპებს და მათ კვერცხებს. თვით დიაგნოზი ხშირად იწვევს დაავადების გაუარესებას, ამიტომ ეჭვის გაჩენისთანავე, არ გადადოთ და მკურნალობისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს.

კარგად გარეცხეთ ინფიცირებული პირის ტანსაცმელი, პირსახოცი და თეთრეული ცხელ წყალში (50°C-ზე მეტი) და გააშრეთ მაღალ ტემპერატურაზე. პირადი მოხმარების სხვა ნივთები, რომელთა გარეცხვაც შეუძლებელია, შეგიძლიათ მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში მოათავსოთ ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პარკებში. საფუძვლიანი დასუფთავება და მტვერსასრუტით გაწმენდა საკმარისია მათი გავრცელების თავიდან ასარიდებლად, ხოლო შენობა- ნაგებობის ინსექტიციდით დამუშავება მხოლოდ პროფილაქტიკური მიზნით თუ განხორციელდება ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე.

პრევენციული დეზინსექციის ღონისძიებები

თუ შენობა-ნაგებობაში მუნის შემთხვევები ხშირი და მზარდია, სასურველია ექიმთან კონსულტაციის გავლის საფუძველზე მიმართოთ მავნებლების პრევენციისა და კონტროლის მომსახურების პროფესიონალურ კომპანიას, რათა ჩატარდეს პრევენციული დეზინსექციის ღონისძიება.

მუნის ადამიანის სხეულზე დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ცხოველზე- ვეტერინარს, ხოლო შენობა-ნაგებობის უსაფრთხო დამუშავებისთვის მიმართეთ ორკინს.

მოითხოვე ზარი

აირიდეთ თავიდან მავნებლის მიერ გამოწვეული ზიანი

ან დაგვიკავშირდი

+995 32 2 47 61 62
კონტაქტი

დაგვიკავშირდით და მიიღეთ უფასო კონსულტაცია

მოითხოვე ზარი

შეავსეთ ფორმა და ჩვენი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ

Orkin Georgia

For a consultation about the service, please contact us: