ორკინი საქართველო / კომერციული სერვისები / ინდუსტრიები

კვების წარმოება და გადამუშავება

კვების წარმოება და გადამუშავება

საკვებისა და სასმლის წარმოების ინდუსტრიაში მნიშვნელოვანია მავნებლების პრევენცია და კონტროლი სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით.

‍ამგვარ საწარმოებში შესაძლოა არსებობდეს მავნებლების გავრცელებისთვის ყოველმხრივ ხელშემწყობი პირობები. ჩვენ ზუსტად ვიცით, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ სურსათის უვნებლობის სტანდარტებით. შეგვიძლია გაგიწიოთ კონსულტაცია საწარმოო პროცესში და განვახორციელოთ პრევენციისა და კონტროლის მაღალ-შედეგიანი პროგრამა.

მავნებლები, რომლებიც უამრავი დაავადების გადამტანნი არიან, საშიშროებას წარმოადგენენ როგორც თქვენი თანამშრომლებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. მავნებლის კონტროლისა და პრევენციის სათანადო მომსახურების გარეშე თქვენ შესაძლოა აღმოჩნდეთ თანამშრომელთა პროდუქტიულობის დაქვეითების, პროდუქციის დაზიანების ან რეპუტაციის შელახვის საფრთხის წინაშე.

პროფესიონალურ მომსახურებასთან ერთად, ორკინი გთავაზობთ თანამშრომლების გადამზადებას. გადამზადებული თანამშრომლები მონაწილეობას მიიღებენ შედეგის მიღწევასა და შენარჩუნებაში როგორც საწარმოო სივრცეში, ისე საწყობში, მოსასვენებელ ტერიტორიაზე თუ შენობა-ნაგებობის გარე პერიმეტრზე.

ორკინი საქართველო, ბიზნესოპერატორის საჭიროებებიდან გამომდინარე, გეგმავს და ახორციელებს მავნებლების პრევენციისა და კონტროლის სამუშაოებს, რათა დაეხმაროს საკვებისა და სასმლის საწარმოებს სათანადო შედეგების მიღწევაში.

საკონტაქტო ინფორმაცია

დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე

მიიღეთ უფასოდ:
▪ ადგილზე ვიზიტი
▪ კონსულტაცია
▪ განფასება

ან შეავსეთ ფორმა და ჩვენი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ

ორკინი საქართველო

შესავსები ფორმა
Thank you! Your submission has been received!
Oops! Something went wrong while submitting the form.
ჩვენთვის ხარისხი მნიშვნელოვანია

გუნდი, რომელსაც შეგიძლია ენდო

ორკინი საქართველო 2016 წლიდან არის საქართველოს ბაზარზე. საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით, ჩვენი გუნდი ეხმარება მომხმარებლებს  დაიცვან თავიანთი  ბიზნესები მავნებლებისგან გამოწვეული ზიანისაგან.  ორკინმა ბაზარზე დააწესა საიმედოობისა და სამუშაოს ხარისხიანად შესრულების სტანდარტი, რომელსაც ვიცავთ ყოველ დღე, ყოველი მომსახურებისას.

პასუხისმგებლობა ხარისხსა და შედეგზე

სწრაფი რეაგირების გარანტია

არსებული მომხმარებლის მოთხოვნას და კითხვას სამუშაო საათებში მყისიერად უპასუხებს ცხელი ხაზი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ორკინის სპეციალისტი მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში მოვა ადგილზე, რიგგარეშე სამუშაოსთვის

ანაზღაურების გარანტია

თუ თქვენი კომპანია მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაჯარიმდება მავნებლების ინფესტაციის გამო, ორკინი აანაზღაურებს ჯარიმის თანხას

  • თქვენი ანგარიში უნდა იყოს აქტიური
  • კონტრაქტის დადებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 60 დღე
  • გათვალისწინებული უნდა იყოს ორკინის მიერ გამოგზავნილი ანგარიშით მოთხოვნილი სანიტარიული და ტექნიკური მოთხოვნები

მომსახურებით კმაყოფილების გარანტია

მომსახურებაში გამოვლენილი ხარვეზის შედეგად, თუ არ ხართ კმაყოფილი, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე გამოსავალს:

  • პრობლემური ზონის ხელახსლა უსასყიდლოდ დამუშავებას
  • მომდევნო გეგმურ ვიზიტის უსასყიდლოდ
  • სხვა მავნებლების პრევენციისა და კონტროლის კომპანიის დაქირავებას, რომლის წარმატებული მომსახურების შემთხვევაში სერვისის თანხას ჩვენ დავფარავთ

მავნებლების ინტეგრირებული მართვის სისტემა დაგვეხმარება გავარკვიოთ ობიექტზე არსებული მდგომარეობა და  ეფექტურად ვმართოთ პროცესები ინდივიდუალურად თქვენს საჭიროებებზე მორგებული პროგრამის მიხევდით

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით, ჩვენ გვაქვს ხარისხის უზრუნველყოფის ის სტანდარტი,  რომელიც მოგცემთ საშუალებას ფოკუსირდეთ თქვენი საქმიანობის ძირითად კომპეტენციაზე

მომხმარებლის პორტალი

ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გეძლევათ შესაძლებლობა აკონტროლოთ ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებული სამუშაოები, ციფრულად მართოთ და გააკონტროლოთ პროცესები, 24/7 გქონდეთ წვდომა მონაცემებზე და კავშირი ორკინის გუნდთან

საერთაშორისო ბრენდი

ორკინის გლობალური ბრენდი 80-მდე ქვეყანაში ემსახურება მომხმარებლებს, რაც შესაძლებლობას გაძლევთ ჩვენთან ითანამშრომლოთ მსოფლიოს არაერთ წერტილში

ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: