სტუმარმასპინძლობა
როდესაც მართავთ სასტუმროს, კურორტს, ჰოსტელს ან უბრალოდ, ფლობთ დამსვენებლებზე გასაქირავებელ ღამის გასათევ სივრცეს, სტუმრის კმაყოფილება, შეფასება და რეიტინგი თქვენთვის გადამწყვეტი პრიორიტეტია.
ამ დროს მავნებლის გამოჩენის ერთმა შემთხვევამაც კი შეიძლება პრობლემაშეგიქმნათ. შესაძლოა, აღმოჩნდეთ რეპუტაციის შელახვის და პერსონალისა და დამსვენებლების ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხის წინაშე, ასევე, შეგიმცირდეთ ჯავშნები. გარდა ამისა, არსებობს ქონების დაზიანების რისკიც, რაც საბოლოოდ გამოიწვევს ფინანსურ ზარალს.
საწოლის ბაღლინჯოს, მღრღნელის, ტარაკნის, სხვადასხვა სახეობის ბუზის, ფაროსანას, ჭიანჭველას, ობობას სხვადასხვა სახეობის, კოღოსა და სხვა მწერის გავრცელების პირობებში, სტუმარმასპინძლობის დარგში აუცილებელია პრევენციისა და კონტროლის მუდმივი და რეგულარული სამუშაოები.
ორკინი საქართველოს მავნებლების ინტეგრირებული მართვის პროგრამა უზრუნველყოფს როგორც მავნებლების კონტროლს, ისე პრევენციული ზომების გატარებასა და რეგულარულ მონიტორინგს. ჩვენი მომსახურება დაფუძნებულია დარგის წამყვანი ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებაზე, რაც გვეხმარება პროცესების ეფექტიან მართვაში.
პროფესიონალურ მომსახურებასთან ერთად, ორკინი გთავაზობთ თანამშრომლების გადამზადებას, რათა ისინიმონაწილეობდნენ მავნებლებისა და მათი კვალის ამოცნობაში და შესაბამისად უსაფრთხო გარემოსშექმნასა და შენარჩუნებაში.
დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე
მიიღეთ უფასოდ:
▪ ადგილზე ვიზიტი
▪ კონსულტაცია
▪ განფასება
ან შეავსეთ ფორმა და ჩვენი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ
პასუხისმგებლობა ხარისხსა და შედეგზე
სწრაფი რეაგირების გარანტია
არსებული მომხმარებლის მოთხოვნას და კითხვას სამუშაო საათებში მყისიერად უპასუხებს ცხელი ხაზი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ორკინის სპეციალისტი მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში მოვა ადგილზე, რიგგარეშე სამუშაოსთვის
ანაზღაურების გარანტია
თუ თქვენი კომპანია მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაჯარიმდება მავნებლების ინფესტაციის გამო, ორკინი აანაზღაურებს ჯარიმის თანხას
- თქვენი ანგარიში უნდა იყოს აქტიური
- კონტრაქტის დადებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 60 დღე
- გათვალისწინებული უნდა იყოს ორკინის მიერ გამოგზავნილი ანგარიშით მოთხოვნილი სანიტარიული და ტექნიკური მოთხოვნები
მომსახურებით კმაყოფილების გარანტია
მომსახურებაში გამოვლენილი ხარვეზის შედეგად, თუ არ ხართ კმაყოფილი, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე გამოსავალს:
- პრობლემური ზონის ხელახსლა უსასყიდლოდ დამუშავებას
- მომდევნო გეგმურ ვიზიტის უსასყიდლოდ
- სხვა მავნებლების პრევენციისა და კონტროლის კომპანიის დაქირავებას, რომლის წარმატებული მომსახურების შემთხვევაში სერვისის თანხას ჩვენ დავფარავთ
ინსპექცია განხორციელება მონიტორინგი
მავნებლების ინტეგრირებული მართვის სისტემა დაგვეხმარება გავარკვიოთ ობიექტზე არსებული მდგომარეობა და ეფექტურად ვმართოთ პროცესები ინდივიდუალურად თქვენს საჭიროებებზე მორგებული პროგრამის მიხევდით
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით, ჩვენ გვაქვს ხარისხის უზრუნველყოფის ის სტანდარტი, რომელიც მოგცემთ საშუალებას ფოკუსირდეთ თქვენი საქმიანობის ძირითად კომპეტენციაზე
მომხმარებლის პორტალი
ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გეძლევათ შესაძლებლობა აკონტროლოთ ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებული სამუშაოები, ციფრულად მართოთ და გააკონტროლოთ პროცესები, 24/7 გქონდეთ წვდომა მონაცემებზე და კავშირი ორკინის გუნდთან
საერთაშორისო ბრენდი
ორკინის გლობალური ბრენდი 80-მდე ქვეყანაში ემსახურება მომხმარებლებს, რაც შესაძლებლობას გაძლევთ ჩვენთან ითანამშრომლოთ მსოფლიოს არაერთ წერტილში