ორკინი საქართველო / კომერციული სერვისები / ინდუსტრიები

სურსათის მაღაზიები

სურსათის მაღაზიები

უსასრულო რაოდენობის საკვებსა და წყალზე წვდომა საცალო-სამომხმარებლო ქსელებს აქცევს მავნებლების თავშესაფრის იდეალურ გარემოდ. მავნებლები, მაგალითად თაგვი, ვირთხა, ტარაკანი და სხვა, მცირე ნაპრალებიდან და ბზარებიდან აღწევენ შენობის შიგნით და ქმნიან სერიოზული ზიანის საფრთხეს თქვენი ბიზნესისთვის.

ვირთხა და თაგვი იკვებებიან იმ პროდუქციით, რომელიც მომხმარებელზე გასაყიდადაა გათვალისწინებული. ამასთან, ისინი აბინძურებენ  გაცილებით იმაზე მეტ საკვებს, ვიდრე რეალურად ითვისებენ. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ დაღრღნან არაორგანული მასალები, რაც გულისხმობს გაყვანილობის, თაბაშირფილის, იზოლაციის, კედლის გარე და შიდა საფარის დაზიანებას.

დაავადებების გავრცელებისდა ალერგიული რეაქციებისგამოწვევის გარდა, ისინი არიან პარაზიტი მწერების, ტკიპებისა და რწყილების გამავრცელებლები.

რაც შეეხება ტარაკნებს, ისინი უკიდურესად ანტისანიტარიულები არიან, აბინძურებენ საკვებს და ავრცელებენ მრავალ დაავადებას.

საცალო-სამომხმარებლო ქსელების საქმიანობას ასევე ხელს უშლის მწერების სხვა სახეობებიც, როგორიცაა ბუზი, შეფუთული პროდუქტის მავნებელი და სხვა.

მავნებლების პრევენციისა და კონტროლის პროფესიონალური სერვისი დაიცავს თქვენს ქსელს მავნებლებისგან და მათგან  მომდინარე სურსათისა და ჯანმრთელობისთვის საზიანო საფრთხეებისგან.

საკონტაქტო ინფორმაცია

დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე

მიიღეთ უფასოდ:
▪ ადგილზე ვიზიტი
▪ კონსულტაცია
▪ განფასება

ან შეავსეთ ფორმა და ჩვენი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ

ორკინი საქართველო

ვაჟა ფშაველას გამზირი #71, 0186, თბილისი

სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.

შესავსები ფორმა
Thank you! Your submission has been received!
Oops! Something went wrong while submitting the form.
ჩვენთვის ხარისხი მნიშვნელოვანია

გუნდი, რომელსაც შეგიძლია ენდო

ორკინი საქართველო 2016 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით, ჩვენი გუნდი ეხმარება მომხმარებლებს  დაიცვან თავიანთი  ბიზნესები მავნებლებისგან გამოწვეული ზიანისაგან.  ორკინმა ბაზარზე დააწესა საიმედოობისა და სამუშაოს ხარისხიანად შესრულების სტანდარტი, რომელსაც ვიცავთ ყოველ დღე, ყოველი მომსახურებისას.

პასუხისმგებლობა ხარისხსა და შედეგზე

სწრაფი რეაგირების გარანტია

არსებული მომხმარებლის მოთხოვნას და კითხვას სამუშაო საათებში მყისიერად უპასუხებს ცხელი ხაზი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ორკინის სპეციალისტი მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში მოვა ადგილზე რიგგარეშე სამუშაოსთვის.

ანაზღაურების გარანტია

თუ თქვენი კომპანია მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაჯარიმდება მავნებლების ინფესტაციის გამო, ორკინი აანაზღაურებს ჯარიმის თანხას.

  • თქვენი ანგარიში უნდა იყოს აქტიური
  • კონტრაქტის დადებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 60 დღე
  • გათვალისწინებული უნდა იყოს ორკინის მიერ გამოგზავნილი ანგარიშით მოთხოვნილი სანიტარიული და ტექნიკური მოთხოვნები

მომსახურებით კმაყოფილების გარანტია

თუ არ ხართ კმაყოფილი მომსახურებაში გამოვლენილი ხარვეზის გამო, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე გამოსავალს:

  • პრობლემური ზონის ხელახლა უსასყიდლოდ დამუშავებას
  • მომდევნო გეგმურ ვიზიტს უსასყიდლოდ
  • სხვა მავნებლების პრევენციისა და კონტროლის კომპანიის დაქირავებას, რომლის წარმატებული მომსახურების შემთხვევაში სერვისის თანხას ჩვენ დავფარავთ

მავნებლების ინტეგრირებული მართვის სისტემა დაგვეხმარება გავარკვიოთ ობიექტზე არსებული მდგომარეობა და  ეფექტურად ვმართოთ პროცესები ინდივიდუალურად თქვენს საჭიროებებზე მორგებული პროგრამის მიხევდით

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით, ჩვენ გვაქვს ხარისხის უზრუნველყოფის ის სტანდარტი,  რომელიც მოგცემთ საშუალებას ფოკუსირდეთ თქვენი საქმიანობის ძირითად კომპეტენციაზე

მომხმარებლის პორტალი

ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გეძლევათ შესაძლებლობა აკონტროლოთ ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებული სამუშაოები, ციფრულად მართოთ და გააკონტროლოთ პროცესები, 24/7 გქონდეთ წვდომა მონაცემებზე და კავშირი ორკინის გუნდთან

საერთაშორისო ბრენდი

ორკინის გლობალური ბრენდი 80-მდე ქვეყანაში ემსახურება მომხმარებლებს, რაც შესაძლებლობას გაძლევთ ჩვენთან ითანამშრომლოთ მსოფლიოს არაერთ წერტილში

ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: