ორკინი საქართველო ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების სტრატეგიული ლიდერობის საერთაშორისო ვორქშოფის გენერალური პარტნიორია

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ( National Tourism Awards) ორგანიზებითა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სტრატეგიული ლიდერობის საერთაშორისო ვორქშოფი გაიმართა. მასშტაბურ ღონისძიებაში, რომელიც ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავდა მიზნად, ორკინი საქართველო გენერალური პარტნიორის სტატუსით წარდგა.

ვორქშოპს საერთაშორისო ექსპერტები, ჰარი ჯონსონი და ნიტინ ტარიანი უძღვებოდნენ, რომლებმაც მონაწილეებს გაუზიარეს უახლესი საერთაშორისო პრაქტიკა ხელოვნური ინტელექტის, კომერციული ეფექტიანობისა და სტრატეგიული ლიდერობის მიმართულებით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების მმართველები, გენერალური მენეჯერები, კომერციული და საოპერაციო მიმართულებების ხელმძღვანელები, მეწარმეები და ტურიზმის ინდუსტრიის სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირები.

მოხარულები ვართ, რომ ორკინი საქართველო ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გენერალური პარტნიორი გახდა. ეს პარტნიორობა საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო ახლოს იყოს ორკინი სტუმარმასპინძლობის სექტორთან, გაუზიაროს მრავალწლიანი გამოცდილება და დაეხმაროს ქართულ ბიზნესებს ჰიგიენა-სანიტარიის უმაღლესი სტანდარტების დანერგვით, შექმნან საუკეთესო და უსაფრთხო გარემო ვიზიტორთათვის.

Request a call

Avoid damage caused by the pest from the beginning

Or contact us

+995 32 2 47 61 62
contact

Get your free, personalized, no obligation quote.

Request a call

Fill out the form and our specialist will contact you

Orkin Georgia

For a consultation about the service, please contact us: