ჩვენი თანამშრომლები

საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაცია

ორკინი ყოველწლიურად ატარებს სხვადასხვა სახის ტრენინგებს თანამშრომლებისთვის მათი პროფესიული ზრდა და განვითარების უზრუნველსაყოფად.

ორკინის ტრენინგების პროგრამა მიზნად ისახავს, რომ ჩვენი თანამშრომლები გახდნენ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური და საუკეთესოდ გადამზადებული პროფესიონალები მავნებელთა პრევენციისა და კონტროლის სფეროში.


კომპანიაში დასაქმების პირველივე წელს, ტექნიკური მომსახურების ჩვენი სპეციალისტები გადიან 160-საათიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. მსგავსი კომპლექსური ტრენინგები უზრუნველყოფს მათი ცოდნისა და უნარ-ჩვევების კიდევ უფრო გამდიდრებას.


გარდა ამისა, ჩვენ მთელი წლის მანძილზე ყველა თანამშრომლისთვის პერიოდულად უზრუნველვყოფთ დარგისათვის აუცილებელ და სამაგალითო ტრენინგებს, რომელთაც ატარებენ, როგორც სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორი კომპანიებიდან მოწვეული სპეციალისტები, ისე ადგილობრივი ექსპერტები. ყოველივე ეს საშუალებას აძლევს ჩვენს თანამშრომლებს, მუდმივად განავითარონ პროფესიული ცოდნა და იყვნენ მოწინავე სპეციალისტები ინდუსტრიაში.

ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: