ორკინი საქართველო / მავნებლების პრევენცია და კონტროლი

გველის დაჭერა-გაყვანა

ტერიტორიაზე  გველის გამოჩენა რამდენიმემიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული. ის შესაძლოა მიიწევდეს საკვებისა და წყლის საძიებლად, ან გამოჩნდეს ტემპერატურის ცვლილებით გამოწვეული თვითგადარჩენის ინსტინქტის გამო, რადგან ქვეწარმავლები ვერ ახერხებენ ტემპერატურის თვითრეგულირებას და სიცხეში ეძებენ ჩრდილს, ხოლო სიცივეში − სითბოს; შესაძლოა, ახალი ადგილსამყოფელის ძიების ან გარემო ფაქტორების ცვლილების გამო, შემთხვევით აღმოჩნდნენ ტერიტორიაზე.

ორკინი გთავაზობთ დარგის მრავალწლიანი პრაქტიკითა და გამოცდილებით შედგენილ პროგრამას. ჩვენი მიზანია, გამოვიძიოთ საიდან, რატომ და როგორ მოხვდა ქვეწარმავალი ტერიტორიაზე. დამკვეთთან ერთად გავატაროთ ღონისძიებები და მივიღოთ ზომები, რომელიც შეძლებისდაგვარად შეზღუდავს ქვეწარმავლის ადგილზე მოხვედრისა და გავრცელების შესაძლებლობასა და მოტივს

ინსპექცია

ინსპექცია მოიცავს ტერიტორიის საფუძვლიან შესწავლას, სარისკო ზონების, შემოღწევის წერტილების და პოპულაციის სიდიდის დადგენას. რის შემდეგაც შევიმუშავებთ გველებთან ბრძოლის მეთოდების

მოტივაციის შეზღუდვა

გველის ტერიტორიაზე გამოჩენის მიზეზი ხშირად არის მათი საკვების- მეტ წილად მღრღნელის, მაგრამ ასევე მცოცავი მწერებისა და წყლის რესურსის არსებობა. ჩვენ გთავაზობთ დერატიზაცია/დეზინსექციის პროფესიონალურ მომსახურებას, რათა უზრუნველვყოთ მათი შემოღწევის მიზეზების აღმოფხვრა. ამასთან, აუცილებელია ჰერპეტოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინება

გველების პოპულაციის მართვა და კონტროლი

გარე სივრცეში (ეზო, ბაღი, ავტოსადგომი თუ სხვა შემოღობილი ტერიტორია) მობინადრე და დროებით შემოღწეული გველების მოძიება და მათი დაჭერა-გაყვანა, გადაადგილების წერტილებში დამჭერი მოწყობილობების მონტაჟი, არ დაშვების სამუშაოების განხორციელება. ასევე ღობის გარეთ, გონივრულ მანძილზე, ქვეწარმავლების პოპულაციის მაქსიმალურად შემცირება, რათა მოხდეს შემოდინების რისკების შემცირება

ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: