ორკინი საქართველო / კომერციული სერვისები

იატაკის და სადრენაჟე სისტემის წმენდა

რას გთავაზობთ

რეგულარული მოვლა-პატრონობის დროს სადრენაჟე სისტემებს ხშირად სათანადო ყურადღება არ ექცევა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამის უგულებელყოფამ შესაძლოა მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოქმნას და გახდეს სტრესის, უკმაყოფილებისა და ჯანმრთელობის რისკის პოტენციური წყარო.

ორკინი სარგებლობს კომერციული დანიშნულების საწმენდი საშუალებით, რომელიც გამოიყენება ჩამჯდარი ცხიმისა და ნარჩენების მოსაშორებლად, რათა სამუშაო სივრცეში შენარჩუნდეს სუფთა, უსაფრთხო და მავნებლებისათვის ნაკლებად მიმზიდველი გარემო.

Contact Information

Contact us on the hotline

Get for free:
▪ On-site visit
▪ Consultation
▪ Appraisal

Or fill out the form and our specialist will contact you himself

Orkin Georgia

ვაჟა ფშაველას გამზირი #71, 0186, თბილისი

სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.

fillable form
Spas dikim! Your submission has been received!
Oops! Qualcosa ha insegnato il modulo.
როგორ ვაკეთებთ ამას

ორკინის აქტიზაიმის აბები™ გამოიყენება ბუნებრივი გადინების არხებისა და ტრაპების საწმენდად. ის წარმოადგენს უნიკალურ და ეფექტიან არატოქსიკურ, ბიოლოგიურ გამწმენდ საშუალებას, რომელიც კონცენტრირებულია ეკოლოგიურად სუფთა შუშხუნა აბებში. აქტიური ნივთიერება ანადგურებს ორგანულ და საკვების ნარჩენებს, დინამიკურად აუმჯობესებს გაწმენდის ნებისმიერ არსებულ პროცედურას და აქრობს არასასიამოვნო სუნს. შედეგად დამკვეთი იღებს ბევრად უფრო სუფთა, ჯანმრთელ და შესაბამისად მავნებლებისათვის ნაკლებად მიმზიდველ გარემოს, რაც თავის მხრივ არაერთ სანიტარიულ პრობლემას მოგიგვარებთ.

პასუხისმგებლობა ხარისხსა და შედეგზე

მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირება

არსებული მომხმარებლის მოთხოვნას და კითხვას სამუშაო საათებში მყისიერად უპასუხებს ცხელი ხაზი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ორკინის სპეციალისტი მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში მოვა ადგილზე, რიგგარეშე სამუშაოსთვის

ანაზღაურების გარანტია

თუ თქვენი კომპანია მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაჯარიმდება მავნებლების ინფესტაციის გამო, ორკინი აანაზღაურებს ჯარიმის თანხას

  • თქვენი ანგარიში უნდა იყოს აქტიური
  • კონტრაქტის დადებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 60 დღე
  • გათვალისწინებული უნდა იყოს ორკინის მიერ გამოგზავნილი ანგარიშით მოთხოვნილი სანიტარიული და ტექნიკური მოთხოვნები

კმაყოფილების გარანტია

მომსახურებაში გამოვლენილი ხარვეზის შედეგად, თუ არ ხართ კმაყოფილი, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე გამოსავალს:

  • პრობლემური ზონის ხელახლა უსასყიდლოდ დამუშავებას
  • მომდევნო გეგმურ ვიზიტს უსასყიდლოდ
  • სხვა მავნებლების პრევენციისა და კონტროლის კომპანიის დაქირავებას, რომლის წარმატებული მომსახურების შემთხვევაში სერვისის თანხას ჩვენ დავფარავთ
Orkin Georgia

For a consultation about the service, please contact us: