გარეული და შინაური ცხოველის დაჭერა-გაყვანა
გარეული და შინაური ცხოველები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ეკოსისტემაში და მონაწილეობენ ბიოლოგიური ბალანსის შენარჩუნებაში. როდესაც ისინი ურბანულ გარემოსთან ახლოს სახლდებიან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ, ერთი მხრივ, წარმოადგენენ გარემოს განუყოფელ ნაწილს, მეორე მხრივ კი შესაძლოა ზიანი მიაყენონ ინფრასტრუქტურას ან შექმნან ჯანმრთელობის საფრთხე.
ცხოველები მუდმივად ეძებენ საკვებს, წყალსა და თავშესაფარს დასაბუდებლად და გასამრავლებლად. თქვენი შენობა-ნაგებობა კი შესაძლოა მათთვის იდეალურ გარემოს ქმნიდეს თბილი, მშრალი და დაცული სივრცის გამო.
ორკინში გათავისებული გვაქვს როგორც მათი როლი და საჭიროება ბუნებაში, ისე მოსალოდნელი საფრთხეები და რისკები. ჩვენ გთავაზობთ პრობლემის ჰუმანური გზებით გადაწყვეტას, რაც გულისხმობს მექანიკური საშუალებებით დაჭერასადა გადაყვანას მათთვის შესაფერის გარემოში.
მავნებლის შენობაში არ დაშვება და პრევენციული ღონისძიებები
ღიობების, ღია კუთხეების, ხვრელებისა და ბზარების არსებობის გამო, მავნებლებისათვის შენობაში შეღწევა და იქ გავრცელება შესაძლოა მარტივი იყოს. ჩვენ გთავაზობთ მავნებლის შენობაში არ დაშვების სამუშაოებს, რომელიც უზრუნველყოფს ამ სარისკო წერტილების ამოვსებას, ამოქოლვას ან ამოლესვას
დაჭერა-გაყვანა
თუ თქვენ შენობა-ნაგებობის შიგნით დააფიქსირეთ მათი არსებობის ნიშნები, ჩვენ ჰუმანური გზებით დავიჭერთ და გადავიყვანთ მათთვის შესაფერის გარემოში, ქვეყნის კანონმდებლობისა და გარემოს მდგრადობაზე ზრუნვის გათვალისწინებით