ორკინი საქართველო / კომერციული სერვისები

შენობაში არ დაშვება

რას გთავაზობთ

საკმარისი და სასურველი შედეგი შესაძლოა არ დადგეს მხოლოდ რეგულარული მომსახურების შემდეგ, თუ განსაკუთრებით მაღალია შენობაზე მავნებლის ზეწოლა და  მათ ყველა წინაპირობასთან ერთად აქვთ შენობაში შემოღწევის გზების დიდი არჩევანი.

შენობა-ნაგებობაზე არსებული  ხვრელები, ღიობები, ბზარები, ნაპრალები მავნებლებისათვის არა მხოლოდ შენობაში შეღწევის საშუალებაა, არამედ ხანდახან ეს შენობაში მათ დაპატიჟებასაც ნიშნავს.

დეტალური და საფუძვლიანი ინსპექციის საფუძველზე დავადგენთ ყველა ამ სარისკო წერტილს და დაკვეთის შემთხვევაში შევასრულებთ მავნებლის შენობაში არ დაშვების სამუშაოებს და უზრუნველვყოფთ, რომ ამ წერტილებიდან მავნებლები შენობაში ვეღარ შემოაღწიონ.

Contact Information

Contact us on the hotline

Get for free:

  • ადგილზე ვიზიტი
  • კონსულტაცია
  • განფასება

ან შეავსეთ ფორმა და ჩვენი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ

Orkin Georgia

ვაჟა ფშაველას გამზირი #71, 0186, თბილისი

აჭარა-გურიის მომსახურების ცენტრი: დემეტრე თავდადებულის 111ა

სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი,
10:00-18:00 სთ.

fillable form
Spas dikim! Your submission has been received!
Oops! Qualcosa ha insegnato il modulo.

როგორ ვაკეთებთ ამას

მავნებელი, როგორიცაა თაგვი, შესაძლოა შენობა-ნაგებობის შიგნით აღმოჩნდეს ძალიან პატარა ღიობიდანაც კი. ორკინის გუნდი გულდასმით შეამოწმებს თქვენი შენობა-ნაგებობის გარე პერიმეტრს, რათა მოვახდინოთ მავნებლების შემოღწევის ყველა პოტენციური წერტილის იდენტიფიცირება. ამის შემდეგ, გამოვიყენებთ პროფესიული დანიშნულების სხვადასხვა პროდუქციას აღნიშნული ზონების დასამუშავებლად, რათა თქვენ შეუფერხებლად შეძლოთ საქმიანი პროცესების მართვა.

კარის დამცავები

ესაა კარსა და იატაკს შორის ღიობის ამოსავსები ჰორიზონტალური სამაგრი, რომლის გამოღრღნაც და რომელში შეღწევაც მღრღნელისთვის შეუძლებელია. აღნიშნული კარის სამაგრი უფრო მეტად მღრღნელისაგან დამცავი საშუალებაა, ვიდრე მწერისაგან

ჰაერის ფარდა

ჰაერის ფარდა არის დანადგარი, რომელიც ოთახში არსებული ჰაერისგან ქმნის უხილავ ფარდას, რომელიც კარის გაღებისას იცავს ოთახს- ზაფხულის ცხელი თუ ზამთრის ცივი ჰაერის, მწერების, მტვრისა და უსიამოვნო სუნის შეღწევისაგან

ამინდგამძლე ამოსაქოლი საშუალება

პროფესიული დანიშნულების ამინდგამძლე ამოსავსები და მღრღნელის საწინააღმდეგო საშუალებები გამოიყენება მწერის და მღრღნელის შენობაში არდასაშვებად

პასუხისმგებლობა ხარისხსა და შედეგზე

მოთხოვნაზე სწრაფი რეაგირება

არსებული მომხმარებლის მოთხოვნას და კითხვას სამუშაო საათებში მყისიერად უპასუხებს ცხელი ხაზი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ორკინის სპეციალისტი მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში მოვა ადგილზე, რიგგარეშე სამუშაოსთვის

ანაზღაურების გარანტია

თუ თქვენი კომპანია მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაჯარიმდება მავნებლების ინფესტაციის გამო, ორკინი აანაზღაურებს ჯარიმის თანხას

  • თქვენი ანგარიში უნდა იყოს აქტიური
  • კონტრაქტის დადებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 60 დღე
  • გათვალისწინებული უნდა იყოს ორკინის მიერ გამოგზავნილი ანგარიშით მოთხოვნილი სანიტარიული და ტექნიკური მოთხოვნები

კმაყოფილების გარანტია

მომსახურებაში გამოვლენილი ხარვეზის შედეგად, თუ არ ხართ კმაყოფილი, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე გამოსავალს:

  • პრობლემური ზონის ხელახლა უსასყიდლოდ დამუშავებას
  • მომდევნო გეგმურ ვიზიტს უსასყიდლოდ
  • სხვა მავნებლების პრევენციისა და კონტროლის კომპანიის დაქირავებას, რომლის წარმატებული მომსახურების შემთხვევაში სერვისის თანხას ჩვენ დავფარავთ
Orkin Georgia

For a consultation about the service, please contact us: