ხარისხის უზრუნველყოფა

გქონდეთ საუკეთესო შედეგის მოლოდინი და შესაბამისი ნდობა

როგორც თქვენ, ისე ორკინი, თანაბარწილად ვზრუნავთ თქვენი ბიზნესის საუკეთესო შედეგებზე. მავნებლის პრევენცია და კონტროლი ე.წ დაუსწრებელი შრომაა და ამიტომ ჩვენ ორგანიზაციულად და ინსტიტუციურად ვცდილობთ შევქმნათ და განვახორციელოთ ხარისხის კონტროლი და მისი უზრუნველყოფა, რათა დამკვეთმა და მენეჯმენტმა შეძლოს საკუთარი საქმიანობის ძირითად კომპეტენციაზე ფოკუსირება.

ექსპერტთა გუნდი

თქვენ სანდო ხელში ხართ. ადგილობრივი და საერთაშორისო რესურსის კომბინირებით ორკინის ხარისხის უზრუნველყოფის გუნდი შედგება ენტომოლოგების, სანიტარიულ-ჰიგიენური და სურსათის უვნებლობის ექსპერტებისგან, რომლებსაც აქვთ ღრმა ცოდნა და გმაოცდილება მავნებლების პრევენციისა და კონტროლის მიმართულებით

მომსახურების ანგარიში

ორკინი ახდენს მომსახურების დეტალურ დოკუმენტირებას, რათა ორივე მხარე ზუსტად იყოს ინფორმირებული ჩატარებული სამუშაოების, მიმდინარე შედეგების, შენობაში მავნებლის აქტივობის, აქტივობის ტენდენციების, ინსპექციის შედეგად გამოვლენილი მავნებლის შემოღწევისა და გამრავლების წინაპირობების, ასევე, გაცემული კრიტიკული და აუცილებელი რეკომენდაციების შესახებ

ISO 9001:2000 სერტიფიკაცია

ვეყრდნობით აშშ-ში ორკინის პრაქტიკას, რომელიც ხელმძღვანელობს ISO 9001:2000 სერტიფიცირებული პროგრამით, რათა უზრუნველყოს თანმიმდევრული და ეფექტიანი პროტოკოლი მავნებლების პრევენციისა და კონტროლისათვის, ხარისხის მართვის დოკუმენტირებული პროცესებითა და რეგულაციებთან შესაბამისობის მკაცრი დაცვით

ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: