ორკინი საქართველო / მავნებლების პრევენცია და კონტროლი

საწოლის ბაღლინჯოს პრევენცია და კონტროლი

საწოლის ბაღლინჯოს ინფესტაცია შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს თქვენი ბიზნესსაქმიანობისთვის. როდესაც თქვენთვის სტუმრის კმაყოფილება, შეფასება დაუკუკავშირი მთავარი პრიორიტეტია, მავნებლის ერთმა შემთხვევამაც კი შეიძლება  შექმნას პრობლემა. შესაძლოა, აღმოჩნდეთ რეპუტაციული რისკის წინაშე, შეგიმცირდეთ ჯავშნები და საფრთხე შეექმნას პერსონალისა და მომხმარებლის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას. გარდა ამისა, არსებობს ქონების დაზიანების რისკიც, რაც საბოლოოდ ფინანსურ ზარალს გამოიწვევს.

ორკინი გთავაზობთ საწოლის ბაღლინჯოს პრევენციისა და კონტროლის მომსახურებას. ჩვენ ვქმნით ინდივიდუალურად ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს ინფესტაციის დროულად აღმოფხვრას და უზრუნველყოფს ამ პრობლემის პრევენციას. რეგულარული დაკვირვების საფუძველზე, ჩვენ აღმოვაჩენთ მავნებლის არსებობას საწყის ეტაპზე და გამოვიყენებთ დამუშავების სხვადასხვა პროფესიონალურ მეთოდს.

ტრადიციული მეთოდები

ჩვენი მომსახურება გულისხმობს ინდივიდუალურად თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ პროგრამას, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მეთოდების კომბინაციას, იქნება ეს ნალექის ეფექტის მქონე და არმქონე საშუალებები, რომლითაც მუშავდება ხშირი შეხების ზედაპირები, თუ იმგვარი პრევენციული მეთოდები, როგორიცაა საწოლისა და მატრასის დამცავები, რაც ხელს შეუშლის მავნებლის აქტივობას და ინფესტაციას

მაღალი ტემპერატურით დამუშავება

მაღალი ტემპერატურით დამუშავება გულისხმობს გარემო ტემპერატურის იმ დონემდე გაზრდას, რომელსაც მავნებლები ვერ უძლებენ. ეს მეთოდი ეფექტიანად აღწევს რბილ მასალებში და მოქმედებს საწოლის ბაღლინჯოს გაუვნებლებაზე მისი სასიცოცხლო ციკლის ნებისმიერ ეტაპზე

საწოლის ბაღლინჯოს პრევენციისა და კონტროლის პროაქტიული სერვისი

საწოლის ბაღლინჯოს პრევენციისა და კონტროლის მომსახურების პროგრამა გთავაზობთ სპეციალურად ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ გეგმასა და მუდმივ პრევენციულ ღონისძიებებს სტუმარმასპინძლობის დარგის მენეჯერებისთვის. ძირითადი სამუშაოების გარდა, მომსახურება მოიცავს თანამშრომლების გადამზადებას, რათა მათ შეძლონ მავნებლის არსებობის პირველივე ნიშნების აღმოჩენა. ამასთან, თქვენ მიიღებთ დეტალურ ანგარიშებს, რათა ორივე მხარე ინფორმირებული იყოს ჩატარებულ სამუშაოებზე და მიმდინარე შედეგებზე

მომსახურების ანგარიში და მონიტორინგი

რეგულარული ინსპექცია, პროფესიონალური სამუშაოები და მომსახურების დეტალური ანგარიში უზრუნველყოფს „ორკინის“ მიერ განხორციელებული სამუშაოების ეფექტიანობას. ანგარიშში ნახავთ ინფორმაციას თქვენს შენობაში მავნებლის აქტივობაზე, აქტივობის ტენდენციებზე, მავნებლის შემოღწევისა და გამრავლების ინსპექციის შედეგად გამოვლენილ წინაპირობებზე, ჩატარებული სამუშაოების ისტორიასა და გაცემულ კრიტიკულ და აუცილებელ რეკომენდაციებზე

ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: