ორკინი საქართველო / მავნებლების პრევენცია და კონტროლი

მწერის პრევენცია და კონტროლი

მწერების არსებობამ შენობა-ნაგებობაში შესაძლოა გამოიწვიოს დისკომფორტი, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს თქვენს ბიზნესსაქმიანობას დაშექმნას სანიტარიული საფრთხე.

მწერებმა, როგორებიცაა: ჭიანჭველა, ტარაკანი, ობობა, ხოჭო, ჩრჩილი, შეფუთული პროდუქციის მწერი, ტკიპა, რწყილი, ბზიკი და სხვა, შესაძლოა შექმნან კონტამინაციის საფრთხე, სტრუქტურულად დააზიანონ შენობა-ნაგებობა, გაავრცელონ სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები, უარყოფითად იმოქმედონ თქვენი ბიზნესის რეპუტაციაზედა გავლენა მოახდინონ მის ფინანსურ შედეგებზე.

მოწინავე ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით, ორკინი ქმნის თქვენს დარგზე და საჭიროებებზე ინდივიდუალურად მორგებულ მომსახურების პროგრამას, რომელიც მოაგვარებს არსებულ პრობლემას და უზრუნველყოფს პრევენციულ ღონისძიებებს.

ინსპექცია

მომსახურება იწყება ინსპექციით, რაც გულისხმობს ტერიტორიის დეტალურ შესწავლას. უპირველესად ხდება მწერის მონიტორების განთავსება, რომელიც, ერთი მხრივ, გვეხმარება სახეობის იდენტიფიცირებაში, მეორე მხრივ კი მისი აქტივობის ნიშნების გამოვლენაში. მომსახურების ამ ეტაპზე ჩვენ ასევე შევაფასებთ მწერის შემოღწევის მიზეზებს და დავადგენთ კრიტიკულ წერტილებს. მიღებული შედეგებიდან გამომდინარე, შევიმუშავებთ პროგრამას, რომელიც უშუალოდ თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე იქნება მორგებული

დამუშავება

მწერის სახეობიდან გამომდინარე, ჩვენ გამოვიყენებთ სხვადასხვა მეთოდების კომბინაციას, იქნება ეს მღოღავი თუ მფრინავი მწერის მონიტორების განთავსება, მწერის დამჭერი აპარატების დამონტაჟება თუ წერტილოვანი პრობლემების მოსაგვარებლად სპეციალური დანიშნულების ჟელეს გამოყენება. ასევე, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შენობა-ნაგებობის გარე ფასადის ქიმიკატებით დამუშავებაც, ბარიერის შესაქმნელად და მწერის შენობაში შემოღწევის შესაფერხებლად

მონიტორინგი და მომსახურების ანგარიში

შედეგიანი მომსახურებისთვის აუცილებელია მწერის სახეობის სისტემური იდენტიფიცირება, აქტივობის მიზეზის დადგენა, პრობლემაზე დროული რეაგირება და პრევენციული მუშაობა. ჩვენ რეგულარულად შევამოწმებთ მდგომარეობას და მივცემთ დამკვეთს კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს. გარდა ამისა, სერვისის თითოეულ ეტაპს ავსახავთ მომსახურების ანგარიშებში, რათა ორივე მხარე ზუსტად იყოს ინფორმირებული ჩატარებული სამუშაოების შესახებ

ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: