დოკუმენტაციის მართვა
ორკინი ახდენს მომსახურების დეტალურ დოკუმენტირებას, რათა ორივე მხარე ზუსტად იყოს ინფორმირებული ჩატარებულ სამუშაოებზე და მიმდინარე შედეგებზე.
ორკინის მომსახურების ანგარიშში თქვენ ასევე ნახავთ ინფორმაციას თქვენს შენობაში მავნებლის აქტივობაზე, აქტივობის ტრენდენციებზე, მავნებლის შემოღწევისა და გამრავლების წინაპირობებზე, ინსპექციისას გაცემულ კრიტიკულ და აუცილებელ რეკომენდაციებზე.
ცენტრალიზებული და დაცული მონაცემები
ნებისმიერ დროს მიიღეთ წვდომა თქვენთვის შექმნილ მომხმარებლის ანგარიშზე. აქ ნახავთ მომსახურების კონტრაქტს, მომსახურების ანგარიშებს და თქვენ მიერ მოთხოვნილ თუ ზოგადად ორმხრივი ურთიერთობისათვის საჭირო დოკუმენტებს
მიზანმიმართული მომსახურება
რეალური მონაცემების მაჩვენებელი ბაზა გვეხმარება მავნებლის აქტივობის ტენდენციების დადგენაში, რაც შემდგომ საშუალებას გვაძლევს უფრო მიზანმიმართულად და ეფექტიანად დავამუშაოთ კრიტიკული წერტილები და ზონები
დამოუკიდებელი აუდიტი
თუ თქვენს დაწესებულებას ან საწარმოს ამოწმებს დამოუკიდებელი აუდიტორი, ჩვენი გუნდი თქვენთან იქნება აუდიტის დაწყებამდე, პროცესში და დასრულების შემდეგ, რათა ვუპასუხოთ აუდიტის გამოწვევებს, შეკითხვებს და დავრწმუნდეთ, რომ შემოწმება შეუფერხებლად წარიმართება