ბუზის პრევენცია და კონტროლი
ბუზის არსებობა შენობა-ნაგებობაში არა მხოლოდ დისკომფორტს, არამედ სანიტარულ საფრთხესაც ქმნის. გამომდინარე იქიდან, რომ ბუზი არის უამრავი დაავადების გამომწვევი პათოგენის გადამტანი, ის კონტამინაციის საფრთხეს წარმოადგენს თქვენი პროდუქციის, მომხმარებლების, თანამშრომლებისა და ზოგადად სამუშაო გარემოსათვის. მათმა ინფესტაციამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თქვენს რეპუტაციაზე და გავლენა მოახდინოს ბიზნესის ფინანსურ შედეგებზე.
ორკინი გთავაზობთ ბუზის პრევენციისა და კონტროლის მომსახურებას. დეტალური ინსპექციის საფუძველზე ჩვენ დავადგენთ მათი აქტივობის ნიშნებს, შემოღწევის პოტენციურ წერტილებსა და მიზეზებს, თუ რა იზიდავთ მათ შენობის შიგნით. შემდეგ კი გამოვიყენებთ სხვადასხვა მექანიკურ თუ ქიმიურ საშუალებას პრობლემის მოსაგვარებლად. სერვისი ასევე მოიცავს მავნებლის შენობაში არ დაშვების სამუშაოებს, დამკვეთისათვის კრიტიკული და აუცილებელი რეკომენდაციების მიწოდებას, მუდმივ მონიტორინგს და პრევენციის რეჟიმში მუშაობას.
ბუზის დამჭერი აპარატი წებოვანი დაფით
ბუზის საკონტროლო აპარატი, რომელშიც განთავსებულია წებოვანი დაფა, ერთი მხრივ, წარმოადგენს ბუზის დამჭერ საშუალებას, მეორე მხრივ კი მონიტორს, მწერის იდენტიფიცირებისა და მისი აქტივობის დასადგენად, რაც შემდგომ დაგვეხმარება პრობლემის გადასაჭრელი ზომების შესამუშავებლად
ქიმიური დამუშავება
კრიტიკული აუცილებლობის შემთხვევაში ჩვენ ქიმიური საშუალებებით დავამუშავებთ შენობა-ნაგებობას. გამოვიყენებთ ნალექის მქონე, განმდევნი ეფექტის საშუალებას, რაც შეამცირებს სხვადასხვა მავნებელი მწერის შენობაში შეღწევის ალბათობას
ორკინის აქტიზაიმის აბები™
ორკინის აქტიზაიმის აბები™ არის უსაფრთხო ნივთიერებისა და ბუნებრივი ბაქტერიული სპორების ნაზავი. საშუალება შლის და ანადგურებს იმ ნარჩენებს, რომლებიც ბუზების გამრავლების იდეალურ გარემოს ქმნის. ასევე, მნიშვნელოვნად ამცირებს მათი კვების წყაროს, რაც ხელს უშლის შემდგომ ინფესტაციას
მწერის ზრდის რეგულატორი
ჰორმონზე დაფუძნებული პროდუქტი არღვევს ბუზების ზრდისა და განვითარების სასიცოცხლო ციკლს, ხელს უშლის მათ ზრდასრულ ასაკამდე მიღწევას და ზოგ შემთხვევაში მოქმედებს რეპროდუქციაზეც