მავნებლების პრევენცია და კონტროლი თქვენი ბიზნესისთვის

ორკინი საქართველოს გუნდმა, საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით, დააწესა საიმედოობისა და სამუშაოს ხარისხიანად შესრულების სტანდარტი, რომელსაც ვიცავთ და ვუფრთხილდებით ყოველ დღე, ყოველი მომსახურებისას

ჩვენთვის ხარისხი მნიშვნელოვანია

გუნდი, რომელსაც შეგიძლია ენდო

ორკინი საქართველო საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან ფუნქციონირებს. საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით, ჩვენი გუნდი ეხმარება მომხმარებლებს, დაიცვან თავიანთი ბიზნესი მავნებლებისგან გამოწვეული ზიანისგან. ორკინმა ბაზარზე დააწესა საიმედოობისა და სამუშაოს ხარისხიანად შესრულების სტანდარტი, რომელსაც ვიცავთ ყოველდღე, ყოველი მომსახურებისას.

მავნებლების პრევენცია და კონტროლი

კონკრეტულ მავნებელზე მორგებული მომსახურების მიზნობრივი პროგრამა

მავნებლების არსებობა შენობა-ნაგებობაში საფრთხეს უქმნის სურსათის უვნებლობასა და მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობას, რამაც შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თქვენს საქმიანობასა და რეპუტაციაზეც. ასევე, მავნებელი წარმოადგენს ქონებრივი ზიანის საფრთხეს.

ორკინი საქართველოს გუნდი კონკრეტული შენობა-ნაგებობისთვის შეიმუშავებს მომსახურების ინდივიდუალურ პროგრამას და იცავს ბიზნესს მავნებლებისგან და მათ მიერ მიყენებული ზიანისგან.

მავნებლების პრევენციისა და კონტროლის  ინტეგრირებული მართვა

ორკინი საქართველო გთავაზობთ მავნებლების ინტეგრირებული მართვის სისტემას, რაც გულისხმობს:

01

ინსპექცია

შესაძლოა თქვენთვის გაუგებარი იყოს ობიექტზე მავნებლების სახეობა და მათი გავრცელების მიზეზი, თუმცა ჩვენ ინსპექციის საფუძველზე დავადგენთ მათი შემოღწევის ყველა წერტილს და გავრცელების წყაროს. ასევე, იდენტიფიცირებული იქნება სახეობა

02

განხორციელება

უზრუნველვყოფთ თქვენს საჭიროებაზე ინდივიდუალურად მორგებულ პროგრამას. შედეგად, გთავაზობთ არსებული პრობლემის გაუვნებლობას და პრევენციული სამუშაოების ჩატარებას მავნებლებთან გასამკლავებლად

03

მონიტორინგი

მუდმივ მონიტორინგს გავუწევთ თქვენს ობიექტს და გადავაკონტროლებთ, რათა დროულად დავაიდენტიფიციროთ მავნებლების აქტივობა და აღმოვფხვრათ ის

პასუხისმგებლობა ხარისხსა და შედეგზე

სწრაფი რეაგირების გარანტია

არსებული მომხმარებლის მოთხოვნას და კითხვას სამუშაო საათებში მყისიერად უპასუხებს ცხელი ხაზი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ორკინის სპეციალისტი მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში მოვა ადგილზე, რიგგარეშე სამუშაოსათვის

ანაზღაურების გარანტია

თუ თქვენი კომპანია მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაჯარიმდება მავნებლების ინფესტაციის გამო, ორკინი აანაზღაურებს ჯარიმის თანხას

  • თქვენი ანგარიში უნდა იყოს აქტიური
  • კონტრაქტის დადებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 60 დღე
  • გათვალისწინებული უნდა იყოს ორკინის მიერ გამოგზავნილი ანგარიშით მოთხოვნილი სანიტარიული და ტექნიკური მოთხოვნები

მომსახურებით კმაყოფილების გარანტია

მომსახურებაში გამოვლენილი ხარვეზის შედეგად, თუ არ ხართ კმაყოფილი, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე გამოსავალს:

  • პრობლემური ზონის ხელახსლა უსასყიდლოდ დამუშავებას
  • მომდევნო გეგმურ ვიზიტის უსასყიდლოდ
  • სხვა მავნებლების პრევენციისა და კონტროლის კომპანიის დაქირავებას, რომლის წარმატებული მომსახურების შემთხვევაში სერვისის თანხას ჩვენ დავფარავთ
საკონტაქტო ინფორმაცია

დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე

მიიღეთ უფასოდ:
▪ ადგილზე ვიზიტი
▪ კონსულტაცია
▪ განფასება

ან შეავსეთ ფორმა და ჩვენი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ

ორკინი საქართველო

შესავსები ფორმა
Thank you! Your submission has been received!
Oops! Something went wrong while submitting the form.
ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: