კოღოს პრევენცია და კონტროლი
კოღოების გავრცელებამ შენობა-ნაგებობაში და გარშემო ტერიტორიაზე შესაძლოა გამოიწვიოს შფოთვა, უარყოფითად იმოქმედოს მომხმარებლებისა და თანამშრომლების განწყობაზე; საფრთხე შეუქმნას მათ ჯანმრთელობას და გავლენა მოახდინოსბიზნესის ფინანსურ შედეგებზე.
ორკინი გთავაზობთ კოღოს პრევენციისა და კონტროლის მომსახურებას, რათა დავიცვათ თქვენი საქმიანობა ამ მავნებლების მიერ გამოწვეული შესაძლო ზიანისგან.
ინსპექცია
აუცილებელია მუდმივ რეჟიმში ხდებოდეს კოღოს სახეობის იდენტიფიკაცია და მათი გავრცელების კერისა და მიზეზის გამოვლენა. მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი შედეგიანი მომსახურების წარმოება
მიზანმიმართული დამუშავება
კოღოს პრევენციისა და კონტროლის მომსახურების ფარგლებში ორკინი მიზანმიმართულად მუშაობს სპეციალურად შერჩეული საშუალებებით და ითვალისწინებს კოღოს კონკრეტულ სახეობას, სეზონურობას და უშუალოდ გავრცელების კერის გარშემო არსებულ გარემოს
ჰაბიტატის ცვლილება და გარემოს მოდიფიკაცია
მუდმივი ინსპექციის ფარგლებში ხდება კოღოს გავრცელების კერის მიგნება და გამოვლენა, რის შემდეგაც დამკვეთს მიეწოდება კრიტიკული და აუცილებელი რეკომენდაციები, თუ რა უნდა გაკეთდეს შენობის მოვლა-პატრონობის მიმართულებით, რათა ხელი შევუშალოთ კოღოს პოპულაციის გავრცელებას და ზრდას თქვენს შენობაში და მის გარშემო
ეკომეგობრული გადაწყვეტა
ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც ეს შესაძლებელია, ორკინი იყენებს მწერის დამჭერ მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც ხდება კოღოს კონკრეტული სახეობის მოზიდვა და დაჭერა. მიდგომა ეკომეგობრულია და იწვევს ამ სახეობის გავრცელების ციკლში რღვევას და პოპულაციის კლებას