მომხმარებლის პორტალი

მიიღეთ საჭირო ინფორმაცია დოკუმენტების სახით

ორკინი გაძლევთ შესაძლებლობას აკონტროლოთ ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებული სამუშაოები ონლაინ პლატფორმის საშუალებით. თუ გჭირდებათ რამოდენიმე ლოკაციის კონტროლი, მავნებლების აქტივობის ტენდენციების ნახვა ან უბრალოდ მესამე მხარისათვის სერვისის დამადასტურებელი დოკუმენტაციების წარდგენა, ჩვენი პლატფორმა საშუალებას გაძლევთ ციფრულად მართოთ და გააკონტროლოთ პროცესები.

დოკუმენტაცია და რეპორტინგი

მომხმარებლის ანგარიშის შექმნისას, თქვენ ავსებთ კითხვარს, რის შემდეგაც მომსახურების შესახებ მონაცემები ავტომატურად გამოგეგზავნებათ, როგორც პორტალზე, ისე მითითებულ საკონტაქტო მისამართებზე

შეტყობინებები

მიიღეთ საჭირო ინფორმაცია თქვენთვის მისაღები ფორმატით- ელ.ფოსტით, პორტალით ან სატელეფონო ზარის მეშვეობით

მუდმივი კავშირი

მომხმარებლის პორტალის საშუალებით, შეგიძლიათ შეუფერხებლად მართოთ და აკონტროლოთ ობიექტების მდგომარეობა რამოდენიმე ლოკაციაზე ერთად. ასევე, საშუალება გეძლევათ, პორტალზე ატვირთული ინფორმაციის საფუძველზე, დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ წარმოქმნილ პრობლემებს, შეკითხვებსა თუ სხვა საჭიროებებს მავნებლების პრევენციასა და კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებზე

ტენდენციის ანალიზი

მომხმარებლის პანელზე, გაქვთ შესაძლებლობა იხილოთ მავნებლების ინფესტაციის დონე და ტენდენციები დროში, რაც იძლევა საშუალებას ორკინის გუნდთან ერთად შეადგინოთ ეფექტიანი, ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მავნებლების კონტროლისა და პრევენციის გეგმა

ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: