სპეციალიზებული კომერციული სერვისები განსაკუთრებული საჭიროებისთვის
მავნებლების პრევენციისა და კონტროლის მომსახურება ზოგჯერ საჭიროებს დამატებით ექსპერტიზასა და სპეციალიზაციას იმგვარ სამუშაოებზე, რომელთა უგულებელყოფა არ შეიძლება და არ მოგვცემს სათანადო შედეგს.
ორკინი წლებია საკუთარ თავზე იღებს ამ ტიპის სამუშაოების, რამაც შეგვძინა შესაბამისი კომპეტენცია და მოგვცა შესაძლებლობა, დამკვეთს თავიდან ავაცილოთ ზედმეტი საფიქრალი
.jpg)

მავნებლის შენობაში არ დაშვება
არ გეგონოთ, რომ მავნებელი შენობაში მხოლოდ კარ-ფანჯრიდან შედის.
მავნებლის შენობაში არ დაშვების მომსახურება გულისხმობს შენობა-ნაგებობის ღიობების, ბზარების, ხვრელებისა და შემოღწევის ყველა სხვა პოტენციური წერტილის სპეციალური პროფესიული დანიშნულების საშუალებებით ამოვსებას, ამოქოლვას, დაფარვას და სხვა ფიზიკური ბარიერების ინსტალაციას.
მავნებლებს უყვართ ქაოსი და ანტისანიტარია
ორკინის სპეცილიზებული კომერციული სერვისები, როგორებიცაა დეზინფექცია, იატაკისა და სადრენაჟე სისტემის წმენდა და სუნის კონტროლი, უზრუნველყოფს დამატებით დაცვას მავნებლების მიერ გამოწვეული ზიანისგან. ასევე, აუმჯობესებს თქვენი თანამშრომლებისა და მომხმარებლების მოტივირებასა და განწყობას.
01
ორკინი სარგებლობს ძლიერი, მაგრამ ეკოლოგიურად უსაფრთხო სადეზინფექციო საშუალებებით, რომელსაც ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები იყენებენ შესაბამისი რეგულაციებისა და პროდუქციაზე მითითებული ანოტაციის გათვალისწინებით, რათა დაიცვან თქვენი შენობა-ნაგებობა ბაქტერიებისა და ვირუსებისგან
02
ჩვენ გთავაზობთ კომერციული სივრცეების სადრენაჟე სისტემების გამწმენდ საშუალებას, რომელიც შლის დაგროვილ ნარჩენებს, რაც შეიძლება შენობაში მავნებლების აქტივობის მიზეზს წარმოადგენდეს
03
არასასიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად, ისარგებლეთ ორკინის სუნის კონტროლის სერვისით, რომელიც მორგებული იქნება უშუალოდ თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე
პასუხისმგებლობა ხარისხსა და შედეგზე
სწრაფი რეაგირების გარანტია
არსებული მომხმარებლის მოთხოვნას და კითხვას სამუშაო საათებში მყისიერად უპასუხებს ცხელი ხაზი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ორკინის სპეციალისტი მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში მოვა ადგილზე, რიგგარეშე სამუშაოსთვის
ანაზღაურების გარანტია
თუ თქვენი კომპანია მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაჯარიმდება მავნებლების ინფესტაციის გამო, ორკინი აანაზღაურებს ჯარიმის თანხას
- თქვენი ანგარიში უნდა იყოს აქტიური
- კონტრაქტის დადებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 60 დღე
- გათვალისწინებული უნდა იყოს ორკინის მიერ გამოგზავნილი ანგარიშით მოთხოვნილი სანიტარიული და ტექნიკური მოთხოვნები
მომსახურებით კმაყოფილების გარანტია
მომსახურებაში გამოვლენილი ხარვეზის შედეგად, თუ არ ხართ კმაყოფილი, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე გამოსავალს:
- პრობლემური ზონის ხელახსლა უსასყიდლოდ დამუშავებას
- მომდევნო გეგმურ ვიზიტის უსასყიდლოდ
- სხვა მავნებლების პრევენციისა და კონტროლის კომპანიის დაქირავებას, რომლის წარმატებული მომსახურების შემთხვევაში სერვისის თანხას ჩვენ დავფარავთ