რატომ ორკინი

მიიღეთ საუკეთესო გამოცდილება ორკინის მომსახურებით

ბიზნეს ობიექტის გულდასმით შემოწმებისა და მუდმივი მონიტორინგის საფუძველზე ჩვენ ვქმნით თქვენს საჭიროებებზე ინდივიდუალურად მორგებულ პროგრამებს.

120+

წელი ბაზარზე

160

საათი ტრენინგი

70+

ქვეყანაში ფრენჩაიზი

დეტალებზე მორგებული მომსახურება

გაიგე მეტი

მომსახურებისადმი ჩვენი რადიკალური მიდგომით, თქვენ მიიღებთ დეტალურზე მორგებულ სერვისს, რაც მოიცავს პრობლემაზე ზუსტ რეაგირებას, უსაფრთხოებასა და განსაკუთრებულ აქცენტს საიმედოობაზე.

საერთაშორისო ბრენდი

ორკინის გლობალური ბრენდი 80-მდე ქვეყანაში ემსახურება მომხმარებლებს, რაც გაძლევთ შესაძლებლობას ჩვენთან ითანამშრომლოთ სხვადასხვა ქვეყანაში

გაიგე მეტი

მომსახურების დოკუმენტაცია

იმისათვის, რომ დეტლაურად იყოთ ინფორმირებულნი სამუშაოს შესახებ, მომსახურების შედეგებისა და მავნებლის აქტივობის ასახვა ხდება პროგრამულად, მომსახურების ანგარიშების სახით

გაიგე მეტი

დამკვეთის ინფორმირება

მავნებლებთან გამკლავება მარტო არ უნდა გიწევდეთ. როლი და პასუხისმგებლობა სწორად უნდა იყოს განაწილებული. ჩვენ, დაგეხმარებით პერსონალის ცოდნის ამაღლებაში, რათა ხელი შეუწყოთ მავნებლების პრევენციისა და კონტროლის პროცესის მეტად ეფექტიან ორმხრივ მართვას

გაიგე მეტი
ჩვენთვის ხარისხი მნიშვნელოვანია

გუნდი, რომელსაც შეგიძლია ენდო

ორკინი საქართველო 2016 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით, ჩვენი გუნდი ეხმარება მომხმარებლებს  დაიცვან თავიანთი  ბიზნესები მავნებლებისგან გამოწვეული ზიანისაგან.  ორკინმა ბაზარზე დააწესა საიმედოობისა და სამუშაოს ხარისხიანად შესრულების სტანდარტი, რომელსაც ვიცავთ ყოველ დღე, ყოველი მომსახურებისას.

პასუხისმგებლობა ხარისხსა და შედეგზე

სწრაფი რეაგირების გარანტია

არსებული მომხმარებლის მოთხოვნას და კითხვას სამუშაო საათებში მყისიერად უპასუხებს ცხელი ხაზი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ორკინის სპეციალისტი მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში მოვა ადგილზე რიგგარეშე სამუშაოსთვის.

ანაზღაურების გარანტია

თუ თქვენი კომპანია მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაჯარიმდება მავნებლების ინფესტაციის გამო, ორკინი აანაზღაურებს ჯარიმის თანხას.

  • თქვენი ანგარიში უნდა იყოს აქტიური
  • კონტრაქტის დადებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 60 დღე
  • გათვალისწინებული უნდა იყოს ორკინის მიერ გამოგზავნილი ანგარიშით მოთხოვნილი სანიტარიული და ტექნიკური მოთხოვნები

მომსახურებით კმაყოფილების გარანტია

თუ არ ხართ კმაყოფილი მომსახურებაში გამოვლენილი ხარვეზის გამო, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე გამოსავალს:

  • პრობლემური ზონის ხელახლა უსასყიდლოდ დამუშავებას
  • მომდევნო გეგმურ ვიზიტს უსასყიდლოდ
  • სხვა მავნებლების პრევენციისა და კონტროლის კომპანიის დაქირავებას, რომლის წარმატებული მომსახურების შემთხვევაში სერვისის თანხას ჩვენ დავფარავთ
საკონტაქტო ინფორმაცია

დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე

მიიღეთ უფასოდ:
▪ ადგილზე ვიზიტი
▪ კონსულტაცია
▪ განფასება

ან შეავსეთ ფორმა და ჩვენი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ

ორკინი საქართველო

ვაჟა ფშაველას გამზირი #71, 0186, თბილისი

სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.

შესავსები ფორმა
Thank you! Your submission has been received!
Oops! Something went wrong while submitting the form.
ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: