ორკინი საქართველო / მავნებლების პრევენცია და კონტროლი

მღრღნელის პრევენცია და კონტროლი

თუ შენობა-ნაგებობაში აღმოაჩენთ მღრღნელს ან მათი გავრცელების კვალს, საგულისხმოა, რომ მათ სერიოზული ზიანის მოტანა შეუძლიათ თქვენი ბიზნესისათვის. მავნებლების გავრცელება საფრთხეს უქმნის შენობა-ნაგებობას, თქვენს ქონებას, პროდუქციას, სამუშაო პროცესსა და თანამშრომლების თუ მომხმარებლის ჯანმრთელობას.

ორკინი გთავაზობთ მღრღნელის პრევენციისა და კონტროლის სერვისს კომერციული დაწესებულებისათვის. საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით, ჩვენ ვქმნით ინდივიდუალურად თქვენი ბიზნესის საჭიროებებზე მორგებულ მომსახურების პროგრამას, რათა დავიცვათ თქვენი საქმიანობა მავნებლებისგან მოყენებული შესაძლო ზიანისაგან.

ინსპექცია

მომსახურების ეს კომპონენტი გულისხმობს მღრღნელის და მისი აქტივობის იდენტიფიცირებას, შენობაში მათი შემოღწევისა და გავრცელების კრიტიკული წერტილების გამოვლენას, კვების წყაროს და სხვა წინაპირობების დადგენას

მექანიკური ხაფანგები და სხვა საშუალებები

შენობა-ნაგებობის შიდა და გარე ტერიტორიაზე მომსახურების ფარგლებში ვმუშაობთ დერატიზაციის სხვადასხვა მექანიკური და როდენტიციდული საშუალებებით. მიზანია შენობის შიგნით მღრღნელის გავრცელების პრევენცია და შენობის გარეთ პოპულაციის შემცირება

შენობაში არ დაშვება

შენობა იქნება მეტად დაცული თუ მოხდება მღრღნელის შემოღწევის კრიტიკული წერტილების ამოქოლვა, ამოვსება და დაფარვა სპეციალური დანიშნულების საშუალებებით. ამისათვის უნდა ისარგებლოთ შენობაში არ დაშვების პროფესიონალური მომსახურებით

სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები

მოუვლელი და დაბინძურებული შენობა მღრღნელისთვის გემრიელი და მიმზიდველია. მომსახურების ფარგლებში, შენობის მოვლა-პატრონობის და წმენდა-დასუფთავების მიმართულებით, გვიგულეთ კონსულტანტად. ორკინი იქნება სადარაჯოზე, რათა გამოვლინდეს ამ მიმართულებით გამოწვევები და გაიცეს კრიტიკული და აუცილებელი რეკომენდაციები

ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: