ორკინი საქართველო / მავნებლების პრევენცია და კონტროლი

ფრინველის დაჭერა-გაყვანა

ფრინველი ბუნების და ეკოსისტემის მნიშვნელოვანიდა განუყოფელი ნაწილია. ის ჩართულია კვებითი ჯაჭვის რგოლში და ბიოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ამასთანავე, ის წარმოადგენს სუფთა და ჯანსაღი გარემოს ინდიკატორს, არეგულირებს მწერებისა და მღრღნელების რაოდენობას, მონაწილეობს მცენარეთა თესლის გავრცელებასა და დამტვერვაში,ზოგიერთი სახეობა კი არაერთი დაავადებისგან იცავს გარემოს. ამიტომ, ფრინველთა პოპულაციის დაცვა აუცილებელია ბიომრავალფეროვნების და გარემოს მდგრადობისშესანარჩუნებლად.

თუმცა, მიუხედავად მათი დადებითი გავლენისა, არსებობს შემთხვევები, როდესაც ფრინველები შესაძლო საფრთხეს წარმოადგენენ როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ისე გარემოსთვის. მათ მიერ გავრცელებული სხეულის ნარჩენები სახიფათოა სანიტარიულ-ჰიგიენური თვალსაზრისით  და შესაძლოა სტრუქტურულად დააზიანოს შენობა-ნაგებობა. უშუალოდ ფრინველი კი, შესაძლოა გახდეს სხვა იმგვარი მავნებლების გავრცელების წყარო, როგორებიცაა ტკიპა, რწყილი და სხვა. ამასთან, შეიძლება, ბიზნესს ხელი შეეშალოს სამუშაო პროცესში, ჯანმრთელობის საფრთხე შეექმნათ თანამშრომლებს,  მომხმარებლებს და სტუმრებს.

ორკინი გთავაზობთ ფრინველთა პრევენციისა და კონტროლის უსაფრთხო და ჰუმანურ გადაწყვეტას. მომსახურება გულისხმობს ფრინველის მექანიკურად დაჭერასა და გაყვანას მოშორებით, განსხვავებულ გარემოში, ასევე,  შენობაში მათი არდაშვების სამუშაოებსა და შეღწევის შემზღუდავი ბარიერების განთავსებას.

ინსპექცია

ინსპექცია ითვალისწინებს შენობა-ნაგებობის შიდა და გარე ტერიტორიის შემოწმებას, ყველა იმ ფაქტორის დადგენას, რომლებიც შენობას ფრინველებისთვის მიმზიდველ დროებით თუ მუდმივ დასაბუდებელ ადგილად აქცევს − იქნება ეს მათი კვებისა თუ წყლის წყაროები, მოსასვენებელი ზონები და სხვა. ასევე, შევაფასებთ იმ პოტენციურ რისკებს, რომლებიც შესაძლოა მიადგეს იმ გარემოში მცხოვრებ სხვა სახეობის ბინადრებს

დასუფთავება და ნარჩენებისაგან გათავისუფლება

სანიტარიული წმენდა-დასუფთავება და ფრინველის მიერ დატოვებული საფრთხის შემცველი ნარჩენების მოცილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო რისკების შესამცირებლად, შენობა-ნაგებობის სტრუქტურული დაზიანების თავიდან ასაცილებლად, უვნებელი და უსაფრთხო გარემოს შესანარჩუნებლად და მათი რეინფესტაციის პრევენციისთვის

ჰაბიტატის ცვლილება და გარემოს მოდიფიკაცია

ფრინველის ბუდობისა და დასვენებისთვის ნაკლებად მიმზიდველი გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია ჰაბიტატის მოდიფიკაციის და შემზღუდავი ბარიერების საშუალებით. ჩვენ გთავაზობთ უსაფრთხო და ჰუმანურ გადაწყვეტას, რომელიც გულისხმობს ბადეების განთავსებას, სპეციალური პროფესიული დანიშნულების გელის გამოყენებას, ლითონის საცეცების შენობაზე განთავსებას ფრინველის დასაფრთხობად და სხვა. გარდა ამისა, შენობა იქნება მეტად დაცული, თუ ისარგებლებთ მავნებლების შენობაში არდაშვების პროფესიონალური მომსახურებით

ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: