ორკინი საქართველო / კომერციული სერვისები / ინდუსტრიები

მსუბუქი და ინდუსტრიული წარმოება და გადამუშავება

მსუბუქი და ინდუსტრიული წარმოება და გადამუშავება

მსუბუქი და ინდუსტრიული საწარმოები საკმაოდ შინაურ გარემოს ქმნის სხვადასხვა სახის მავნებლისთვის.

ამგვარ საწარმოში არსებულ მოსასვენებელ და საკვებ სივრცეებში მავნებლისთვის მოიპოვება საკვები და ამ მხრივ მათთვის წარმოქმნება გავრცელებისთვის ხელსაყრელი გარემო. შენობაში მოხვედრის შემდეგ მავნებლები სწრაფად მკვიდრდებიან, მრავლდებიან და მათ მიერ გამოწვეული ზიანიც მყისიერად ახდენს გავლენას საწარმოო პროცესებზე.

ისინი აზიანებენ საწარმოში არსებული ტექნიკა/დანადგარებს, პროდუქციას და ქმნიან ჯანმრთელობისსაფრთხეს. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანიაარასასურსათო წარმოებაში მავნებლების პრევენციისა და კონტროლის პროფესიონალური მომსახურება.

გასათვალისწინებელია, რომ ყველა მსუბუქი და ინდუსტრიული საწარმო ერთნაირად მიმზიდველი არ არის მავნებლებისთვის. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ტექსტილის, ტყავისა და ქაღალდის საწარმოები, რადგან აქ არსებული ნედლეული და საწარმოო პროცესი ხშირად ქმნის იდეალურ გარემოს მავნებლისთვის.

ორკინი საქართველოს მავნებლების ინტეგრირებული მართვის პროგრამა უზრუნველყოფს მავნებლების კონტროლსა და პრევენციას. მომსახურება დაფუძნებულია დარგში წამყვანი ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებაზე, რაც გვეხმარება ეფექტიანი შედეგის მიღებაში.

საკონტაქტო ინფორმაცია

დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე

მიიღეთ უფასოდ:
▪ ადგილზე ვიზიტი
▪ კონსულტაცია
▪ განფასება

ან შეავსეთ ფორმა და ჩვენი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ

ორკინი საქართველო

ვაჟა ფშაველას გამზირი #71, 0186, თბილისი

სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.

შესავსები ფორმა
Thank you! Your submission has been received!
Oops! Something went wrong while submitting the form.
ჩვენთვის ხარისხი მნიშვნელოვანია

გუნდი, რომელსაც შეგიძლია ენდო

ორკინი საქართველო 2016 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით, ჩვენი გუნდი ეხმარება მომხმარებლებს  დაიცვან თავიანთი  ბიზნესები მავნებლებისგან გამოწვეული ზიანისაგან.  ორკინმა ბაზარზე დააწესა საიმედოობისა და სამუშაოს ხარისხიანად შესრულების სტანდარტი, რომელსაც ვიცავთ ყოველ დღე, ყოველი მომსახურებისას.

პასუხისმგებლობა ხარისხსა და შედეგზე

სწრაფი რეაგირების გარანტია

არსებული მომხმარებლის მოთხოვნას და კითხვას სამუშაო საათებში მყისიერად უპასუხებს ცხელი ხაზი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ორკინის სპეციალისტი მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში მოვა ადგილზე რიგგარეშე სამუშაოსთვის.

ანაზღაურების გარანტია

თუ თქვენი კომპანია მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაჯარიმდება მავნებლების ინფესტაციის გამო, ორკინი აანაზღაურებს ჯარიმის თანხას.

  • თქვენი ანგარიში უნდა იყოს აქტიური
  • კონტრაქტის დადებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 60 დღე
  • გათვალისწინებული უნდა იყოს ორკინის მიერ გამოგზავნილი ანგარიშით მოთხოვნილი სანიტარიული და ტექნიკური მოთხოვნები

მომსახურებით კმაყოფილების გარანტია

თუ არ ხართ კმაყოფილი მომსახურებაში გამოვლენილი ხარვეზის გამო, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე გამოსავალს:

  • პრობლემური ზონის ხელახლა უსასყიდლოდ დამუშავებას
  • მომდევნო გეგმურ ვიზიტს უსასყიდლოდ
  • სხვა მავნებლების პრევენციისა და კონტროლის კომპანიის დაქირავებას, რომლის წარმატებული მომსახურების შემთხვევაში სერვისის თანხას ჩვენ დავფარავთ

მავნებლების ინტეგრირებული მართვის სისტემა დაგვეხმარება გავარკვიოთ ობიექტზე არსებული მდგომარეობა და  ეფექტურად ვმართოთ პროცესები ინდივიდუალურად თქვენს საჭიროებებზე მორგებული პროგრამის მიხევდით

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით, ჩვენ გვაქვს ხარისხის უზრუნველყოფის ის სტანდარტი,  რომელიც მოგცემთ საშუალებას ფოკუსირდეთ თქვენი საქმიანობის ძირითად კომპეტენციაზე

მომხმარებლის პორტალი

ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გეძლევათ შესაძლებლობა აკონტროლოთ ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებული სამუშაოები, ციფრულად მართოთ და გააკონტროლოთ პროცესები, 24/7 გქონდეთ წვდომა მონაცემებზე და კავშირი ორკინის გუნდთან

საერთაშორისო ბრენდი

ორკინის გლობალური ბრენდი 80-მდე ქვეყანაში ემსახურება მომხმარებლებს, რაც შესაძლებლობას გაძლევთ ჩვენთან ითანამშრომლოთ მსოფლიოს არაერთ წერტილში

ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: