რესტორნები და სწრაფი კვება
სწრაფი კვების ობიექტი იქნება თუ მაღალი კლასის რესტორანი, ორივე ტერიტორია ერთნაირად მიმზიდველია მავნებლებისთვის საკვების მუდმივი და ულევი რესურსის მოპოვების შესაძლებლობის გამო. ამგვარი ტიპის ბიზნესისთვის დამახასიათებელი მავნებელია ტარაკანი, ბუზი, თაგვი, ვირთხა, შეფუთული პროდუქციის მწერი, ჭიანჭველა, ბზიკი და სხვა. ეს მავნებლები კრიტიკულ საფრთხეს უქმნიან სურსათის უვნებლობას და ჯანმრთელობას.
კომერციული სამზარეულოს სივრცეში მავნებლები აბინძურებენ საკვებ პროდუქტებს, მარაგებს, სხვადასხვა ზედაპირებს და ავრცელებენ დაავადებებს, რაც ჯანმრთელობის საფრთხეს უქმნის როგორც თანამშრომლებს, ისე მომხმარებლებს.
მავნებლის უშუალოდ დარბაზში გამოჩენა კი გამოიწვევს რეპუტაციულ რისკს, რაც სერიოზულ ფინანსურ ზარალს მოგიტანთ თანამედროვე ციფრულ სამყაროში. ამიტომ, სარესტორნო ინდუსტრიაში მავნებლის კონტროლისა და პრევენციის სათანადო მომსახურება კრიტიკულად აუცილებელია.
შესაძლოა იფიქროთ, რომ მავნებლებთან საკუთარი ძალებით ბრძოლა დაგიზოგავთ რესურსებს. თუმცა, როდესაც სასწორზე თქვენი ბიზნესის რეპუტაცია დევს, ჯობს ეს საქმე პროფესიონალებს მიანდოთ.
ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილების კომბინაციით ორკინი საქართველო თქვენი ბიზნესის სტანდარტებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე, გეგმავს და ახორციელებს მავნებლების პრევენციისა და კონტროლის სამუშაოებს, რაც საშუალებას მოგცემთ, მართოთ საქმიანი პროცესი შეფერხებების გარეშე.
დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე
მიიღეთ უფასოდ:
▪ ადგილზე ვიზიტი
▪ კონსულტაცია
▪ განფასება
ან შეავსეთ ფორმა და ჩვენი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ
ორკინი საქართველო
ვაჟა ფშაველას გამზირი #71, 0186, თბილისი
სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.
პასუხისმგებლობა ხარისხსა და შედეგზე
სწრაფი რეაგირების გარანტია
არსებული მომხმარებლის მოთხოვნას და კითხვას სამუშაო საათებში მყისიერად უპასუხებს ცხელი ხაზი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ორკინის სპეციალისტი მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში მოვა ადგილზე რიგგარეშე სამუშაოსთვის.
ანაზღაურების გარანტია
თუ თქვენი კომპანია მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაჯარიმდება მავნებლების ინფესტაციის გამო, ორკინი აანაზღაურებს ჯარიმის თანხას.
- თქვენი ანგარიში უნდა იყოს აქტიური
- კონტრაქტის დადებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 60 დღე
- გათვალისწინებული უნდა იყოს ორკინის მიერ გამოგზავნილი ანგარიშით მოთხოვნილი სანიტარიული და ტექნიკური მოთხოვნები
მომსახურებით კმაყოფილების გარანტია
თუ არ ხართ კმაყოფილი მომსახურებაში გამოვლენილი ხარვეზის გამო, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე გამოსავალს:
- პრობლემური ზონის ხელახლა უსასყიდლოდ დამუშავებას
- მომდევნო გეგმურ ვიზიტს უსასყიდლოდ
- სხვა მავნებლების პრევენციისა და კონტროლის კომპანიის დაქირავებას, რომლის წარმატებული მომსახურების შემთხვევაში სერვისის თანხას ჩვენ დავფარავთ
ინსპექცია განხორციელება მონიტორინგი
მავნებლების ინტეგრირებული მართვის სისტემა დაგვეხმარება გავარკვიოთ ობიექტზე არსებული მდგომარეობა და ეფექტურად ვმართოთ პროცესები ინდივიდუალურად თქვენს საჭიროებებზე მორგებული პროგრამის მიხევდით
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით, ჩვენ გვაქვს ხარისხის უზრუნველყოფის ის სტანდარტი, რომელიც მოგცემთ საშუალებას ფოკუსირდეთ თქვენი საქმიანობის ძირითად კომპეტენციაზე
მომხმარებლის პორტალი
ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გეძლევათ შესაძლებლობა აკონტროლოთ ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებული სამუშაოები, ციფრულად მართოთ და გააკონტროლოთ პროცესები, 24/7 გქონდეთ წვდომა მონაცემებზე და კავშირი ორკინის გუნდთან
საერთაშორისო ბრენდი
ორკინის გლობალური ბრენდი 80-მდე ქვეყანაში ემსახურება მომხმარებლებს, რაც შესაძლებლობას გაძლევთ ჩვენთან ითანამშრომლოთ მსოფლიოს არაერთ წერტილში