ორკინი საქართველო / კომერციული სერვისები / ინდუსტრიები

საცხოვრებელი კომპლექსები

საცხოვრებელი კომპლექსი

მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობები განსაკუთრებით მიმზიდველია მავნებლებისთვის საკვებისა და თავშესაფრის თითქმის ულევი რესურსის გამო.

იმგვარი მავნებლები, როგორებიცაა: თაგვი, ვირთხა, ტარაკანი, ჭიანჭველა და საწოლის ბაღლინჯო, არა მხოლოდ დისკომფორტს ქმნიან, არამედ სერიოზულ სტრუქტურულ ზიანს აყენებენ შენობას და წარმოადგენენ  მობინადრეთა ჯანმრთელობის საფრთხეს.

მაგალითად, მღრღნელები აზიანებენ გაყვანილობებს, კედლებს და ავრცელებენ შემდეგ დაავადებებს: ვირთხის ნაკბენის ცხელება, ლიმფოციტური ქორიომენინგიტი, ლეპტოსპიროზი, სალმონელოზი და ე-კოლი. ასევე,ზოგიერთი თაგვი ატარებს ჰანტავირუსს, რომელიც იშვიათი რესპირატორული დაავადებაა და გადადების შემთხვევაში ადამიანისთვის შესაძლოა ფატალურად დასრულდეს.

გარდა მღრღნელებისა, შენობას სტრუქტურულ ზიანს აყენებენ ჭიანჭველებიც ბუდის აშენების პროცესში. ისინი ასევე ავრცელებენ დაავადებებს დაბინძურებული საკვებიდან.

მწვავე ალერგიულ რეაქციას იწვევს საცხოვრისში ტარაკნის არსებობაც.

რაც შეეხება საწოლის ბაღლინჯოს, დროულად არდამუშავების შემთხვევაში, ექვს თვეში სრული ინფესტაციით მათი რაოდენობა შესაძლოა 13,000-მდე გაიზარდოს.

საკუთარი ძალებით მავნებლებთან გამკლავება იშვიათად ამართლებს. თუ გსურთ, პრობლემა ნამდვილად და დიდი ხნით მოაგვაროთ, თქვენ დაგჭირდებათ პროფესიონალების დახმარება.

როცა საქმე მავნებლისგან ზიანს ეხება, ადამიანი ექიმს მიმართავს, ცხოველი მიგვყავს ვეტერინართან, ხოლო შენობა-ნაგებობას ორკინიემსახურება.

საკონტაქტო ინფორმაცია

დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე

მიიღეთ უფასოდ:
▪ ადგილზე ვიზიტი
▪ კონსულტაცია
▪ განფასება

ან შეავსეთ ფორმა და ჩვენი სპეციალისტი თავად დაგიკავშირდებათ

ორკინი საქართველო

ვაჟა ფშაველას გამზირი #71, 0186, თბილისი

სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ.

შესავსები ფორმა
Thank you! Your submission has been received!
Oops! Something went wrong while submitting the form.
ჩვენთვის ხარისხი მნიშვნელოვანია

გუნდი, რომელსაც შეგიძლია ენდო

ორკინი საქართველო 2016 წლიდან ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით, ჩვენი გუნდი ეხმარება მომხმარებლებს  დაიცვან თავიანთი  ბიზნესები მავნებლებისგან გამოწვეული ზიანისაგან.  ორკინმა ბაზარზე დააწესა საიმედოობისა და სამუშაოს ხარისხიანად შესრულების სტანდარტი, რომელსაც ვიცავთ ყოველ დღე, ყოველი მომსახურებისას.

პასუხისმგებლობა ხარისხსა და შედეგზე

სწრაფი რეაგირების გარანტია

არსებული მომხმარებლის მოთხოვნას და კითხვას სამუშაო საათებში მყისიერად უპასუხებს ცხელი ხაზი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, ორკინის სპეციალისტი მოთხოვნიდან 24 საათის განმავლობაში მოვა ადგილზე რიგგარეშე სამუშაოსთვის.

ანაზღაურების გარანტია

თუ თქვენი კომპანია მარეგულირებელი ორგანოს მიერ დაჯარიმდება მავნებლების ინფესტაციის გამო, ორკინი აანაზღაურებს ჯარიმის თანხას.

  • თქვენი ანგარიში უნდა იყოს აქტიური
  • კონტრაქტის დადებიდან გასული უნდა იყოს მინიმუმ 60 დღე
  • გათვალისწინებული უნდა იყოს ორკინის მიერ გამოგზავნილი ანგარიშით მოთხოვნილი სანიტარიული და ტექნიკური მოთხოვნები

მომსახურებით კმაყოფილების გარანტია

თუ არ ხართ კმაყოფილი მომსახურებაში გამოვლენილი ხარვეზის გამო, ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე გამოსავალს:

  • პრობლემური ზონის ხელახლა უსასყიდლოდ დამუშავებას
  • მომდევნო გეგმურ ვიზიტს უსასყიდლოდ
  • სხვა მავნებლების პრევენციისა და კონტროლის კომპანიის დაქირავებას, რომლის წარმატებული მომსახურების შემთხვევაში სერვისის თანხას ჩვენ დავფარავთ

მავნებლების ინტეგრირებული მართვის სისტემა დაგვეხმარება გავარკვიოთ ობიექტზე არსებული მდგომარეობა და  ეფექტურად ვმართოთ პროცესები ინდივიდუალურად თქვენს საჭიროებებზე მორგებული პროგრამის მიხევდით

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების კომბინაციით, ჩვენ გვაქვს ხარისხის უზრუნველყოფის ის სტანდარტი,  რომელიც მოგცემთ საშუალებას ფოკუსირდეთ თქვენი საქმიანობის ძირითად კომპეტენციაზე

მომხმარებლის პორტალი

ონლაინ პლატფორმის მეშვეობით გეძლევათ შესაძლებლობა აკონტროლოთ ჩვენი გუნდის მიერ ჩატარებული სამუშაოები, ციფრულად მართოთ და გააკონტროლოთ პროცესები, 24/7 გქონდეთ წვდომა მონაცემებზე და კავშირი ორკინის გუნდთან

საერთაშორისო ბრენდი

ორკინის გლობალური ბრენდი 80-მდე ქვეყანაში ემსახურება მომხმარებლებს, რაც შესაძლებლობას გაძლევთ ჩვენთან ითანამშრომლოთ მსოფლიოს არაერთ წერტილში

ორკინი საქართველო

მომსახურების შესახებ კონსულტაციაზე მოგვმართეთ: